ბლოგი ნამდვილი მატეანეა... გავა წლები, ,,ბევრი წყალი ჩაივლის" და ჩვენი გაკეთებული საქმეები დარჩება... აქ შემონახული ყოველი გვერდი ამა თუ იმ კლასს, ბავშვების სახელებსა და ლამაზ დროს გამახსენებს... მოგვაგონდება, რომ ვაზროვნებდით. ,, ყველაფრის სიკვდილი შეიძლება, აზრისა-- თავის დღეში--არა" (ი. ჭავჭავაძე); ,, აზროვნება ინტელექტის მუშაობაა, ხოლო ოცნება-- მისი სიამოვნება" ( ვიქტორ ჰიუგო).
ყველაფერს კი სიყვარულით ვაკეთებთ სამყაროს უძვირფასესი ქმნილებების-- ბავშვების სასარგებლოდ.
