Saturday, August 25, 2018

"გზააბნეული მოყვასი" და გულგრილი საზოგადოება-- ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან "სარჩობელაზედ"


გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და   ლიტერატურაში
IX  კლასი
რიცხვი-   1. 06.2017.
მასწავლებელი:  ინგა მიქელაძე
გაკვეთილის თემა

,,გზააბნეული მოყვასი’’ და გულგრილი საზოგადოება  ილია ჭავჭავაძის მოთხრობის ,,სარჩობელაზედ „  მიხედვით
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებლის სახელი,გვარი
ინგა მიქელაძე
დრო
90 წუთი
სწავლების
საფეხური / კლასი
II საფეხური;
IX კლასი;
მოსწავლეთა
პროფილი
14 მოსწავლე;
სსსმ  არ არის კლასში.
სამოდელო
გაკვეთილის
ტიპთან
შესაბამისობა
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
სასწავლო მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ ილია ჭავჭავაძის მოთხრობის ,,სარჩ                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             ობელაზედ“  პრობლემის გააზრებას, განზოგადებასა და ავტორის მიზანდასახულობის ამოხსნას ; შეძლებენ პრიორიტეტული პრობლემის იდენტიფიცირებას, მის ანალიზსა და გადაჭრის ალტერნატიული გზების მოძიებას; დაუკავშირებენ თანამედროვეობას; შეეცდებიან მიღებული ცოდნის ახალ სიტუაციაში გამოყენებას.
ესგ-თან
კონკრეტული
კლასის მისაღწევ
შედეგებთან
შესაბამისობა
ქართ.IX.1.მოსწავლე ისმენს და წარმოადგენს  აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა თვალსაზრისებს სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
·         პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას...
·         იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას...
·         მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს... 
·         ამოიცნობს ზეპირ მოხსენებაში პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით  გამოთქმულ თვალსაზრისსა და არგუმენტებს და აფასებს, რამდენად დამაჯერებელი და ეფექტურია არგუმენტაცია;
·         ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/ არ ეთანხმება, ითვალისწინებს/ არ ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით.
ქართ.IX. 5. მოსწავლე იყენებს დისკუსიისა და კამათის სტრატეგიებს.
·                           წინასწარ ეცნობა აუდიტორიას, შეადგენს გამოსვლის გეგმას, ქმნის როლურ ტექსტს, გადის რეპეტიციას, ამოწმებს რეგლამენტს..
·                           აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისათვის ადეკვატურად იყენებს ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს, სხეულის ენას,...
·                           ოპერატიულად რეაგირებს აუდიტორიის  რეაქციაზე, ამყარებს და აზუსტებს საჭირო არგუმენტებს, შეაქვს განმარტებები.
·                           ითვალისწინებს დისკუსიისა და  კამათის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტებს და ამზადებს შესაბამის პასუხებს.
·                           საპირისპირო  არგუმენტების მოსმენისას ჩაინიშნავს ძირითადსა და მთავარს, რასაც შემდგომში იყენებს კონტრარგუმენტებისათვის.
·                           აუდიტორიის დასაინტერესებლად იყენებს სხავადასხვა საშყალებას (ვიზუალური მასალის გამოყენება, ემოციური წიარსვლები...)
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ტექსტი,პრობლემის  გამოკვეთა,განზოგადება,არგუმენტირება და  გადაჭრის გზების ძიება.
ორგანიზების ფორმები
საკლასო; ჯგუფური.
მეთოდები
 გონებრივი იერიში;
Case-Stady მეთოდი ;
მინიდისკუსია.
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლა
სო მენეჯმენტი
A ფაზა-
 აქტივობა 1. კლასის ორგანიზება;                              (2 წთ)
აქტივობა 2. სლაიდების საშუალებით გაკვეთილის მიზნის გაცნობა;                                                                           ( 8 წთ)
 აქტივობა 3.  გონებრივი იერიში
1.      იდეების გენერირება:  რამდენიმე  წინადადებით გამოხატონ ნაწარმოებში ,,სარჩობელაზედ’’ წამოჭრილი პრობლემა, რომელიც მუდმივად იძლევა დიალოგის საშუალებას  და აქტუალურია ყველა ეპოქისათვის;
2.      იდეების გამოხშირვა :   გადავხაზავთ იმ პრობლემებს  , რომლებიც არ შეესაბამება საგაკვეთილო მიზანს.
3.      იდეის გამოკვეთა: მაღალი ქულით შევაფასოთ ის პრობლემა, რომელიც შეესაბამება გაკვეთილის მიზანს და დღეს აქტუალურია.                                            
                                                                         ( 10 წთ)

 B ფაზა-   აქტივობა 4.                                                (25 წთ)

Case-Stady მეთოდი -პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი, სინთეზი, პრობლემის გადაჭრის განსხვავებული გზის პოვნა და მისი მართებულობის დასაბუთება;

1. ვყოფ ჯგუფებად ფერადი ბარათების მიხედვით;
2.  აირჩევენ ბარათებს : 1-ლი ჯგუფი: როგორ გახდებიან ,,გზააბნეული მოყვასები’’ საზოგადოების ღირსეული წევრები?
მე-2 ჯგუფი: რა გზით არის შესაძლებელი საზოგადოების  გულგრილობის დაძლევა?
3. ჯგუფის წევრებს ვავალებ , დაწერონ პერსონაჟებთან დაკავშირებული პრობლემა;
გაიაზრონ მათი  დატვირთვა;
მოძებნონ შესაბამისი ინფორმაცია და არგუმენტები ტექსტიდან;
გამოყონ პრიორიტეტული.
4.      გადაიტანონ ფლიფჩარტებზე   სქემის სახით :
  პერსონაჟის მხატვრული სახე/როგორ რეაგირებდა პერსონაჟი(საზოგადოება) წყვეტდა მის წინაშე არსებულ პრობლემას? / ლიტერატურული პარალელები/ თანამედროვე საზოგადოების დამოკიდებულება
და  პრობლემის გადაჭრის გზა.  

აქტივობა 5.
   ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა. (15 წთ)

აქტივობა 6 .  მინიდისკუსია -                                      ( 20 წთ)
 ჯგუფებს ვსთხოვ, პრობლემის გადაჭრის ერთმანეთის მიერ წარმოდგენილ გზებზე გამოთქვან  აზრი,გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება და დაასაბუთონ.  


C ფაზა-
აქტივობა 5 .  შეჯამება :                                             (5 წთ) 
მოსწავლეებს ვთხოვ, კედელზე გაკრულ ფლიფჩარტზე ,,დასკვნისათვის“ დაწერონ პრობლემის გადაჭრის გზები.
    


    აქტივობა 6. შეფასება:                                             (4 წთ) 
                     ა) მოსწავლეთა ჯგუფში მუშაობის შეფასება;
                     ბ) მოსწავლეთა დისკუსიაში მონაწილეობის
                      შეფასება;
                     გ) პრეზენტაციის შეფასება;
                     დ)  მოსწავლეთა  თვითშეფასება
  
საშინაო დავალება:                                                     /1 წთ/
1.       ესე : ,,ერთი უპატრონო ბავშვის გადარჩენა სამყაროს გადარჩენის ტოლფასია“  (ოთარ ჭილაძე)
2.       შთაბეჭდილება:  როგორ გავაგრძელებდი ილია  ჭავჭავაძის მოთხრობას ,,სარჩობელაზედ’’.


სასწავლო
რესურსები
სლაიდშოუ, ფლიჩარტები,მარკერები,ფერადი ფურცლები.

შეფასება და
თვითშეფასება
განმავითარებელი კომენტარი;
მოსწავლეთა   განმსაზღვრელი შეფასება:  ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა. დისკუსიის შეფასების სქემა.
მოსწავლეთა თვითშეფასება.
მასწავლებლის
თვითშეფასება
მასწავლებლის თვითშეფასება: ღია დაბოლოებიანი შეკითხვები.


შედეგი
მოსწავლეები იაზრებენ  ნაწარმოების პერსონაჟების  ფსიქოლოგიურ პორტრეტებს; აზოგადებენ და ხსნიან ავტორის  ჩანაფიქრს; განუმტკიცდებათ  ცოდნის ტრანსფერის, პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნებისა  და სწავლის სწავლის უნარ-ჩვევები.



No comments:

Post a Comment

პრაქტიკული კვლევა

                                                                პრაქტიკული კვლევა როგორ ეხმარება მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობა მხატვრ...