Wednesday, September 26, 2018


                                                               პრაქტიკული კვლევა
როგორ ეხმარება მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობა მხატვრულ- გამომსახველობითი საშუალებების სწავლებას

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინგა მიქელაძე

2017 წლის იანვარი - 2018 წლის ივნისი














                                                  შინაარსი
       საკვლევი საკითხი----------------------------------------------------------------- ------3
1.         ამჟამინდელი სიტუაციის მიმოხილვა  ---------------3
2.       ლიტერატურის მიმოხილვა------------------------------------------------------------4
3.       კვლევის დიზაინი------------------------------------------------- ----6
3,1 პრობლემის იდენტიფიცირება----------------------------------6
3.2.    კვლევის მიზანი ----------------------------------------------------------------- ------7
3.3.  საკვლევი  კითხვები ------------------------------------------------------------------  7
3.4.    დიაგნოსტირების ეტაპი -------------------------------------------------------------7
3.5.    მონაცემთა ანალიზი და ძირითადი მიგნებები -----------------------------------9
3.5.1.         ,,მოლოდინების გემის’’ ანალიზი  ---------------------------------------------- 9
3.5.2.        შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზის შედეგები --------------------------------- 9
3.5.3.        სწავლების მეთოდები------------------------------------------------------------------ 10
3.5.4.        სეგმენტური მეთოდი-------------------------------------------------------------------12
3.5.4.1    მეთოდის მიმდინარეობა------------------------------------------------------------- 13
3.5.5          შეფასების რუბრიკა    --------------------------------------- ---------------------------15
3.5.6          მოსწავლეთა ანკეტირების ანალიზის შედეგები-------------------------------------16
3.5.7          ჩაღრმავებული ინტერვიუს ძირითადი მიგნებები----------------------------------16
3.5.8          დიაგნოსტირების ეტაპის შეჯამება----------------------------------------------------17
     4. ინტერვენციის დაგეგმვა    --------------------------------------------------   18
    4.1. ინტერვენციების განხორციელების ეტაპი (თერაპია)------------------    18
    4.2 ინტერვენციის შედეგების შეფასება------------------------------------------- 19
4.3 მოსწავლეთა განმეორებითი ანკეტირების ანალიზის შედეგები----------------20
5. დისკუსია კვლევის ეფექტურობის შესახებ ------------------------------------------- -------21                                                   6. კვლევის შეზღუდები----------------------------------------------- -------22                          7 რეკომენდაციები   -----------------------------------------------------------------------22                    8. ინტერვენციების შეფასება -------------------------------------------------------------------- 22                            დასკვნა  --------------------------------------------------------------------------- --------- 23                               ბიბლიოგრაფია-------------------------------------------------------------- ---------- 24  
დანართები-----------------------------------------------------------------------25
დანართი N1-2 -------------------------------------------------------------------------26                            დანართი N3  ---------------------------------27 
   დანართი N 4    ------------------------------------- 30
დანართი N 5-6  ----------------------------31
 დანართი N 7-8- ----------------------- 32
დანართი N 9  - -----------------------------------------------------  33
დანართი N 10 --------------------------------------------------------34
დანართი N 11-12-------------------------------------------------------35
დანართი N 13------------------------------------------------------------37
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია-------------------------38










 
  საკვლევი საკითხი: როგორ ეხმარება მოსწავლეებს ურთიერთთანამშრომლობა მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების სწავლებისას
1.    ამჟამინდელი სიტუაციის მიმოხილვა
             ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცენტრალური ადგილი უკავია ქართულ ენას, რომელიც საქართველოს სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სახელწოდებით ისწავლება.
            ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი საგანი კი არ არის, არამედ სწავლების ენაა. ქართული ენისა და ლიტერატურის პრიორიტეტული მიზნებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია: შეაყვაროს კითხვა, გამოიმუშავოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი.
        მიზნებიდან გამომდინარე ქართული ენის სწავლების ერთ ერთი ამოცანაა:  ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამომუშავება, ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება.
         ტექსტის ანალიზის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია მხატვრული სამკაულების ცოდნა. მე-8 კლასს უკვე მეორე წელია ვასწავლი, მე-7 კლასში შევნიშნე, რომ მათ უჭირდათ ლიტმცოდნეობის ცნებებში გარკვევა. ამიტომ გადავწყვიტე მათთვის ბგერწერისათვის გასაგები რესურსის შექმნა, რამაც კარგი შედეგი გამოიღო.
         სტანდარტიდან გამომდინარე, საჭირო იყო ტექსტის როგორც ენობრივი ერთეულის ძირითადად ცნებების ცოდნა: ტექსტი, ტექსტის თემა, სათაური, საკვანძო სიტყვები, მთავარი აზრი (იდეა), ინტონაცია.... ლიტმცოდნეობიდან: რითმა, რიტმი, ალიტერაცია, ტროპის სახეები; ფუნქციური სტილი... აბზაცის დანიშნულება, განმეორება, პარალელიზმი...
           ცალკეულ თემებთან დაკავშირებით, ვასწავლიდი სხვადასხვა მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებას. ვახტანგ როდონაიას სახელმძღვანელოში მოცემულია ბევრი მათგანის განმარტება,  ზოგსაც ვაწერინებდი... მაგრამ გამოიკვეთა პრობლემა: ზოგს ახსოვდა კარგად, ზოგსაც_მეტ-ნაკლებად. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, კარგად ახსოვდა მათ, ვისაც ჰქონდა გაკეთებული პორტფოლიო.
               დავსახე ამოცანა: როგორ შევასწავლიდი მოსწავლეებს ხარისხიანად მხატვრულ სამკაულებს, რომელიც ერთობ მნიშვნელოვანია ტექსტის გაგებისა და ანალიზური წვდომის პროცესში.
                                                                3
                                          2.  ლიტერატურის მიმოხილვა
                მიმოვიხილე სხვადასხვა ლიტერატურა და აქცენტი გადავიტანე მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობაზე. ამიტომაც დავარქვი ჩემს კვლევას სათაური: ,,როგორ ეხმარება მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობა მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების სწავლებას.“
            ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა: რა დიდაქტიკური ხერხით განვახორციელებდი დასმულ პრობლემას? გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეს კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღებაში კი არ უნდა დავეხმაროთ, არამედ გამოვუმუშავოთ მას ზოგადი/ტრანსფერული უნარებიც (კომუნიკაციის, პრეზენტაციის, თანამშრომლობის).
              მრავალი სასწავლო მეთოდი: პროექტმეთოდი, ჯიქსოუ, კვირის გეგმა და სხვა ისწრაფვის განუვითაროს მოსწავლეებს დამოუკიდებლად მოქმედების უნარი.
         კონსტრუქტივისტული დიდაქტიკის მიხედვით სწავლის პროცესში ჩართულმა ყველა პირმა, უნდა გაითავისოს სასწავლო მასალა, შინაარსი... დამოუკიდებელი სწავლა ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მეთოდია. აუცილებელია მოტივაცია, სუსტი მხარეების დაძლევა, ძლიერი მხარის გამოყენება, ეფექტური სწავლის სტრატეგიების ფლობა, ნებისყოფისა და თვითდისციპლინის უნარის გამომუშავების უნარი.
           კვლევები გვიჩვენებს, რომ საკმარისი არ არის მასწავლებელი იყოს  მხოლოდ მზა ინფორმაციის მიმწოდებელი. ამ დროს მოსწავლეები ვერ აღიქვამენ კონცეფციას და ვერ  ასაბუთებენ სათანადოდ, თავს არიდებენ გამოთქვან საკუთარი აზრი, დასვან შეკითხვა...
       მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ურთიერთთანამშრომლობით სწავლას,რომელიც აპრობირებული მეთოდია. სწავლა სოციალური ურთიერთობების გზით აიგება. როგორც სასიამოვნო გარემო, ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული ატმოსფერო, ურთიერთნდობა, ხელს უწყობს სწავლას, ასევე სასწავლო მასალის შინაარსიც, განსაზღვრავს ურთიერთობებს. მხოლოდ ტრადიციული ურთიერთობების გამოყენება, ვერ უზრუნველყოფს ურთიერთთანამშრომლობით სწავლებას.
            ფრონტალურ გაკვეთილს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში აქვს ნეგატიური იმიჯი, ვიდრე პოზიტიური. რადგან ფრონტალური გაკვეთილი ავტორიტარული და დირექტიულია; მოსწავლეები პასიურები არიან და დაბალია მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში; არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა სწავლის ტემპი; ხელს არ უწყობს მოსწავლეთა უნარების განვითარებას.
                                                                
       ფრონტალური გაკვეთილის პოზიტიური მხარეც აქვს. მაგ. მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების თეორიის სწავლების დროს საშუალებას მაძლევდა მოსწავლეებისათვის სწრაფად გადამეცა ინფორმაცია; ორგანიზაციურად და მეთოდურად ადვილი ჩასატარებელია; ტრადიციული და მრავალჯერ გამოცდილი მეთოდია.
             დავამუშავე ჯეკი თერნბულის წიგნი ,,მასწავლებლის 9 მახასიათებელი“. გთავაზობთ მოკლე ანოტაციას თანამშრომლობითი სწავლების შესახებ.
          თანამშრომლობით ჯგუფები სასურველია პატარა იყოს. გაკვეთილის მხოლოდ ნახევარი ეთმობა ჯგუფურ მუშაობას, სადაც სხვადასხვა მონაცემების ბავშვები მუშაობენ. 
    გამოიყოფა  არაფორმალური და ფორმალური ჯგუფები. არაფორმალური ჯგუფის  მიზანი: დავალების პირობის დაზუსტება, მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირება, მეტი დროის მიცემა მოსწავლეებისთვის, რომ ინფორმაცია გაიაზრონ და შეჯამდეს გაკვეთილი.  
  დაწყვილების მეთოდი :  ათი წუთის განმავლობაში წავუკითხე მოსწავლეებს პოეტური ლიცენცია (ვ. როდონაია. 8 კლ. გვერდი 191); ავუხსენი რატომ დასჭირდა შოთა რუსთაველს პოეტური თავისუფლება. შემდეგ  რამდენიმე მაგალითის მოდელირების საფუძველზე გაიგეს, რომ ლიცენცია მომდინარეობს ან  სახელიდან, ზმნიდან ან ზმნიზედიდან  და მიზანი პოეტურ სახეთა წარმოჩენაა.   შემდეგ დაფაზე ჩამოვუწერე რამდენიმე მაგალითი და ვთხოვე დაკვირვება  და მსჯელობა პოეტური ლიცენციის წარმოქმნის შესახებ.   აღმოჩნდა, რომ ორი-სამი მოსწავლის გარდა თითქმის ყველამ გაიგო პოეტური ლიცენციის რაობა. (მაგალითად: „ ვაათასი“ ზმნაა, ათასი-- რიცხვითი სახელი; „ვაერთხელი“ ზომა-ოდენობის ზმნიზედაა კონტექსტის მიხედვით და მომდინარეობს წარმომავლობით რიცხვითი სახელიდან; „დისგანმცა უფრო დესი“ -- ,,და“ --არსებითი სახელია, ,,დესი“--- ზედსართავი სახელის აღმატებითი ფორმა, ანუ დაზე უფრო ძვირფასი...)
      მეთოდის ეფექტურობა გამოიწვია იმან, რომ ყოველ ათ-ათ წუთში ვაძლევდი მაგალითებს, დასაძლევი რაოდენობით და ასწრებდნენ გაგებასა და გააზრებას. გაიხსენეს გრამატიკაც და ისწავლეს პოეტური ლიცენციაც.
      გაკვეთილის ბოლოს ვთხოვე მოსწავლეებს თავიანთი დასკვნები, წერილობითი სახით ჩამოეყალიბებინათ და დაეკონკრეტებინათ ის ინფორმაცია (ახალი აღმოჩენა), რაც ახალ გაკვეთილზე მიიღეს.
                                                                    5
              ფორმალური ჯგუფები იქმნება იმისათვის, რომ მოსწავლეებს აკადემიური დავალების საფუძვლიანი შესრულებისათვის, საკმარისი დრო ჰქონდეთ. ამ დროს მასწავლებელი დავალებას ისე აყალიბებს, რომ  დაჯგუფება თანამშრომლობის ყველა კომპონენტს მოიცავდეს. ესენია: 1. პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება 2. ჯგუფების წინსვლა 3. სოციალური უნარების სათანადოდ გამოყენება                                     4. ურთიერთგამხნევება, ინდივიდუალური და ჯგუფური ანგარიშვალდებულება.
    ფორმალური ჯგუფი გამოვიყენე საბაზო საფეხურზე. მე-8 კლასელებს ვთხოვე ყოველ დღეს , გაკვეთილების დაწყების წინ შეხვედროდნენ ერთმანეთს და მოეკითხათ დაწერეს თუ არა დავალება, გაარკვიეს თუ არა ახალმიწოდებული მხატვრული საშუალების არსი...მათ აშკარად განუვითარდათ ჯგუფისადმი კუთვნილების გრძნობა.

                                             3.კვლევის დიზაინი
3.1 პრობლემის იდენტიფიცირება
             ჩემი კვლევა ეხება მერვე კლასს. კვლევას ვაწარმოებდი 2017 წლის მეორე სემესტრიდან, 2018 სასწავლო წლის ბოლომდე. პრობლემა მარტო ერთი კლასის საჭიროებიდან არ გამომდინარეობს. მერვე კლასის განაყოფ ჯგუფში 18 მოსწავლეა.
   კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის  სტატიის,  პროექტის... სახით.
   მეთოდოლოგიურად ავირჩიე გამოყენებითი კვლევა, რომლის მიზანი თეორიების, მექანიზმების, ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენებაა. იგი წარმოადგენს პროფესიული სიტუაციის სისტემურ კვლევას,  ჩატარებულს სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიონალიზმის  დახვეწის მიზნით. (მ. ინასარიძე და სხვ. 2016)
       საკითხის  შესასწავლად  გამოვიყენე კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდები.  საკვლევი თემის იდენტიფიცირებისათვის-- თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტი ფოკუს- ჯგუფი , რომელშიც მონაწილეობდა მე-8 კლასის 18 მოსწავლე, რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტად შევარჩიე მონაცემთა ანალიზი; მეთოდი-ანკეტირება(იხ.დანართი1), ჩაღრმავებული ინტერვიუ დაწყებით საბაზო  და საშუალო საფეხურის  მასწავლებლებთან , მეთოდი „მოლოდინების გემი“, ჯიგსოუ-2, სეგმენტური მეთოდი.
    წარმოგიდგენთ პრაქტიკის კვლევის დასაწყისში წარმოდგენილ აქტივობებს.
                                                              6
    რათა  ჯგუფური დისკუსიით გამეცხრილა, დამეჯგუფებინა ინდივიდუალურად იდენტიფიცირებული პრობლემური საკითხი, ფოკუს-ჯგუფის საშუალებით გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური  თემა : მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნა.
   ისინი  ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზად თვლიან:
1.      არ სწავლობენ ;
2.      დაწყებით კლასებში ყურადღებას მეტ-ნაკლებად ამახვილებდნენ და არ ახსოვთ;
3.      ადვილად ივიწყებენ;
4.      ერთმანეთში ერევათ;
5.      როცა კითხულობენ, არ აქცევენ ყურადღებას, ფიქრობენ მხოლოდ შინაარსსზე;
6.      თვლიან, რომ მათთვის ძალიან რთული და ბევრია...

   მეორე ნაწილის პასუხებიდან გამომდინარე გაირკვა :
1.      სწავლობენ ერთმანეთისაგან სწორად გამოცნობას;
2.      მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების იდენტიფიკაციას აკეთებენ ტექსტის ერთხელ წაკითხვის შემდეგ;
3.      სახელმძღვანელოში არსებული თეორიები ძალიან ეხმარებათ მათ გამოცნობაში.
    ფოკუს-ჯგუფის გამოკვეთილი პრობლემების გათვალისწინებით კვლევა ჩამოვაყალიბე შემდეგნაირად:  „როგორ ეხმარება მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობა მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალების სწავლებას“.


3.2  კვლევის მიზანი  : მოსწავლეების მიერ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების სწავლება ურთიერთთანამშრომლობის მეთოდით.
3.3  საკვლევი კითხვები :
1.    როგორ გავაუმჯობესო მოსწავლეთა თეორიული ცოდნა მხატვრული სამკაულების შესახებ?
2.    როგორ გამოვაყენებინო ეს ცოდნა მათი პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?
3.    რა სავარჯიშოებით, აქტივობებით შევაძლებინო განასხვავონ ერთმანეთისაგან ტროპის სახეები?
                                          7
                                                   
4.    რა მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებითაა რეალიზებული ამა თუ იმ კონტექსტის მთავარი სათქმელი?

                                              
3.4 დიაგნოსტირების ეტაპი.
     შარშან, მე-7 კლასში შეისწავლეს თემა :  „სიმღერებად ქცეული ლექსები“... ამ კლასს მე მე-7 კლასიდან ვასწავლიდი, აღმოჩნდა, რომ მათ უჭირდათ მხატვრული სამკაულების ამოცნობა. ვცადე თითოეული მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალების თეორია დამეწერა დაფაზე, შემდეგ ეპოვათ ტექსტში და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შევასწავლე რიგი საკითხები ლიტმცოდნეობიდან.
    დიაგნოსტირების ეტაპზე ვცადე დროის მოგების მიზნით ზოგი მხატვრული საშუალების  დაქსეროქსება,  ჩავალაგებინე პორტფოლიოში.
ბოლოს ჩავატარე ტესტირება კოდიანი ბარათებით.                                                                                                  
            წინასწარ მოვამზადე ბარათები, დავწერე კოდები მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, ვთხოვე ამოერჩიათ  თითო-თითო ბარათი. კოდის უკანა მხარეს დააწერეს საკუთრი სახელი და გვარი. შემდეგ ბარათი გაკეცეს  ისე, რომ გვარი არ ჩანდა, ჩანდა მხოლოდ კოდი. კონვერტში ჩავყარე ბარათები,  დავურიგე ფურცლები. კონვერტი დავლუქე ბავშვების თანდასწრებით. დარიგებული  ფურცლები გავაკეცვინე შუაზე ~და ვთხოვე ორივე კუთხეში დაეწერათ კოდი. შემდეგ დავურიგე ტესტები (10 ქულიანი) მოსწავლეებს დავავალე გაკეცილ ფურცელზე ორივე  მხარეს დაეწერათ პასუხები, ფურცლები გავახევინე შუაზე, ერთი ნაწილი ჩემთან დარჩა, მეორე  ნაწილი ~კი მათთან.     წინასწარ შედგენილი მქონდა   კლასის შეფასების ფორმა.
                                                                                               

სახელი/გვარი
კოდი
ქულა








                                                                     
  შემდეგ მოსწავლეებს ჩამოვურიგე სწორი პასუხები. ბავშვი  თვითონ დააკვირდა სად დაუშვა შეცდომა და სად--არა.
   კონვერტი გავხსენი ბავშვების თანდასწრებით და ვნახე  ვინ რა ქულა მიიღო.  კარგია დიაგნოსტიკური შეფასებისათვის. ეს მეთოდი გამოვიყენე ვაჟა-ფშაველას ლექსის „რამ შემქმნა ადამიანად“   მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებლად.
        კოდიანი ბარათების საშუალებით დიაგნოსტირებით გამოირკვა, რომ ნაწილი ფლობდა ჩემ  მიერ ნასწავლ მხატვრულ საშუალებებს, ნაწილი არასწორად ერკვეოდა, ნაწილი ვერ ფლობდა.
1.      ფოკუს-ჯგუფის მიერ გამოვლენილი შედეგების მიერ ჩავატარე აქტივობა: „მოლოდინების გემი“. (იხ. ფოტო) მოსწავლეებს უნდა დაეწერათ ფერად ბარათებზე რა  მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს ფლობდნენ კარგად, სხვა ფერის სტიკერზე კი წერდნენ, რაშიც ვერ ერკვეოდნენ, რომლებსაც აკრავდნენ ტალღებზე (საფრთხე);  მოლოდინების გემის აფრაზე--რომლებიც  იცოდნენ და ვარაუდობდნენ მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს.
2.      დიაგნოსტირების საფუძველზე შევიმუშავე მოსწავლეთა ანკეტური გამოკითხვა, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული მიზანი.
3.      მოსწავლეების ანკეტის  მთავარი მიზანი გახლდათ, გამეგო მათი დამოკიდებულება მხატვრული სამკაულების სწორად ამოცნობის შესახებ, რა აზრის იყვნენ ურთიერთთანამშრომლობით სწავლებაზე. ჩემს მიერ შეთავაზებული ანკეტა დაეფუძნა საშინაო, საკლასო თუ საკონტროლო წერების ანალიზს. (ტესტი, ესე, ჩანახატი, გამოხმაურება). ანკეტა სრულად პასუხობდა კვლევის საჭიროებებსა და მიზანს (დანართი #3).
       ,,მოლოდინების გემის“ჩატარებისას გამოიკვეთა როგორი დამოკიდებულება აქვთ მხატვრული სამკაულების მიმართ. შეცდომების პრევენციისათვის შევთავაზე ურთიერთსწავლების მეთოდები.





                          3.5  მონაცემთა ანალიზი და ძირითადი მიგნებები
          წარმოგიდგენთ დიაგნოსტირების ეტაპზე მიღებული შედეგების ანალიზისას გამოკვეთილ მნიშვნელოვან საკითხებს და ძირითად მიგნებებს.                                
                            3.5.1  ,,მოლოდინების გემის’’ ანალიზი
           მოსწავლეებმა ჩაწერეს ,,მოლოდინები“  სტიკერებზე, რომ თუ კარგად ისწავლიან და ითანამშრომლებენ, ეცოდინებათ ბგერწერაცა და მხატვრული სახეებიც ისე, როგორც იცის მასწავლებელმა; მათ ცოდნა გაუადვილებთ ტექსტის თემის, იდეის, ქვეტექსტების ამოცნობას. იმედი ჰქონდათ კარგ ქულებს მიიღებდნენ ათის
სწორად გამოცნობის შემთხვევაში; მხატვრული ლიტერატურის აღქმა მხატვრული სამკაულების გარეშე შეუძლებელია ;    თანამშრომლობისას იხალისებენ, შეეჯიბრებიან ერთმანეთს... თუ გამოიყენებენ პორტფოლიოს, მარკირებას... პრობლემები აღმოიფხვრება.
         ,,საფრთხეებში“ ჩაწერეს რომ თუ ვერ ისწავლიან მხატვრული სამკაულების გამოცნობას, ვერ გაიგებენ ტექსტებს, ხშირად ნაწარმოების მთავარი სათქმელი სწორხაზოვანი არ არის და საჭიროა ქვეტექსტებით, ალეგორიით, მეტაფორით, სიმბოლოთი... გამოცნობა. თუ არ ეცოდინებათ ,ვერ დაწერენ ანალიზს.
   
                                 3.5.2.შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზის შედეგები 
       დიაგნოსტირების ეტაპზე გავაკეთე შემაჯამებელი წერების ანალიზი, რომლებიც სხვადასხვა სახით იყო ჩატარებული (ტესტი, ჩანახატი, თხზულება, მცირე ესე).. ანალიზმა მიჩვენა, რომ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გარეშე ძალიან უჭირდათ მსჯელობა. არსებობდა პრობლემა: ჩემს მოსწავლეებთან უფრო მეტი მუშაობა იყო საჭირო მხატვრული სამკაულების შესწავლის მხრივ. (N 3 დანართის სახით.იხ. მე-7 კლასის ერთი სემესტრის შემაჯამებელი წერების ანალიზი). შემაჯამებელი წერების ანალიზის საფუძველზე  შევავსე წინასწარ  მომზადებული კითხვარი----მოსწავლეთ დამოკიდებულება მხატვრულ-გამომსახ. საშუალებებიოს მიმართ.       (იხ.დანართი 1).მით  შევძელი  შემეგროვებინა ინფორმაცია:
   1.რომელი მხატვრული სამკაულები ეშლებათ ჩემს მოსწავლეებს?

    2.რა ტიპის სამუშაოებში უშვებენ შეცდომებს?
                                  3.5.3 სწავლების მეთოდები

           მხატვრული სამკაულების სწავლებისას გამოვიყენე ჯიგსოუ 2-ის მეთოდი. მასში ჯგუფის ხელმძღვანელი მოსწავლე არ არის, არამედ ამ ფუნქციას თავად მასწავლებელი კისრულობს.
         ჯგუფის ყველა წევრს მთელ დასამუშავებელ მასალაზე მიუწვდება ხელი. ჯიგსოუს ტექნიკა შედგება 5 ფაზისაგან. პირველ ფაზაში  მოკლედ მიმოვიხილე
განსახილველი თემა და გავაცანი ჯიგსოუს ტექნიკა. განსახილველი თემა იყო: ,,საიდან მოდის სილამაზე?“ (გიორგი ლეონიძის ,,მარიტადან“).
        მეორე ფაზაში დასამუშავებელ თემა დავყავი იმდენ ნაწილად, რამდენი წევრიც იყო თითოეულ ჯგუფში. თემის ნაწილები იყო თანაბარი სირთულის. მათ დამუშავებას სჭირდებოდა ერთი და იგივე დრო. გავუნაწილე ,,მარიტას“ მოცემული მონაკვეთიდან: მხატვრული შედარება, ფრთოსანი გამოთქმები, ეპითეტები, მეტაფორები, სინტაქსური ფიგურები.
           თითოეულმა მოსწავლემ ინდივიდუალურად დაამუშავა შესაბამისი ნაწილი შემდეგ კი შეიკრიბა ექსპერტთა ჯგუფი დასამუშავებელი საკითხის გასაღრმავებლად, ასევე გაურკვეველი საკითხების გასარკვევად. დაკომპლექტდა იმდენი ექსპერტთა ჯგუფი, რამდენ ნაწილადაც იყო დაყოფილი თემა. ექსპერტთა ჯგუფის შიგნით მოსწავლეები აჯერებდნენ ინდივიდუალურად მოპოვებულ ცოდნას და მსჯელობდნენ იმაზე, როგორ გადაეცათ უკეთ მათ მიერ შეძენილი ცოდნა ჯიგსოუს ჯგუფის სხვა წევრებისათვის.
       მეოთხე ფაზაში მოსწავლეები დაუბრუნდნენ თავიანთ ჯგუფებს, რათა ჯგუფის დანარჩენი წევრებისათვის ესწავლებინათ თემის მათ  მიერ დამუშავებული და შემდეგ ექსპერტთა ჯგუფებში გაღრმავებული ნაწილი. ცალკეულ ნაწილთა ერთმანეთისათვის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებმა ეს ნაწილები გაააერთიანეს და დასამუშავებელი თემა ერთ მთლიანობაში მოიაზრეს.
          მეხუთე ფაზაში მოსწავლეთა ინდივიდუალურ მიღწევებთან ერთად, შეფასდა ჯგუფის მიღწევებიც (თანამშრომლობა) .
         ჯიგსოუს ჯგუფის ყოველი მოსწავლე ზომავდა ინდივიდუალური მიღწევის
ზრდას.  (მაგ: ბოლოს წინა მეცადინეობაზე ამოიცნო 10 ეპითეტი სწორად, განასხვავა ლოგიკური განსაზღვრებისაგან, ბოლო მეცადინეობაზე ამოიცნო 12 ეპითეტი. მიღწევის ზრდა 20%).                            
                                                                              

 12
C
  10
E
  6
B
  5
  4
D
  3
A
  2
 

       

A მხ. შედარება
B ფრთოსანი გამოთქმები
С ეპითეტი
D მეტაფორა
E სინტაქსური ფიგურები
           კვლევამ ცხადყო, რომ ჯიგსოუს გამოყენებით მოსწავლეებმა უკეთ შეისწავლეს, მხატვრულ გამომსახველობითი საშუალებები, რადგან ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცნობის ხერხებს, შემოესწავლა თემა. აუმაღლდათ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, თვითორგანიზებისა და პასუხისმგებლობის უნარი; პირადი და ჯგუფური ინტერესები; ამაღლდა ურთიერთდახმარება და ურთიერთპატივისცემა; კომუნიკაციური უნარები, თვითშეფასებისა და საკუთარ პროგრესზე დაკვირვების უნარი.                                                    11
          მეთოდის სუსტ მხარედ მიმაჩნია ის, რომ შედარებით ,,სუსტი“ მოსწავლეებისათვის ერთგვარი წნეხია თემის ნაწილის დამოუკიდებლად დამუშავება. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელი გახდა წყვილში მუშაობით ან ჩემი დახმარებით.                                
     ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგად მოსწავლეებმა აღიარეს, რომ მე-7 კლასში ბგერწერა იმიტომ ისწავლეს, რადგან რესურსი შევუქმენი და იოლი გახდა ლექსის აღქმა. გამოვლინდა, რომ ზოგმა საშინაო დავალების რვეული გამოცვალა, ზოგმა დაბეჭდილი დაკარგა. ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა მათთვის ელექტრონული ვერსია და  facebook-ზე გავაკეთეთ მე-8 კლასის ქართულის ჯგუფი, რის საშუალებითაც მივაწოდე მათ ეს რესურსი.
   გაკვეთილზე რაკი ისტ-ის გამოყენება ყოველთვის ვერ ხერხდება,  უფლებას არ ვაძლევთ იქონიონ სმარტფონები  ჩართულ მდგომარეობაში, ამიტომ გადავწყვიტე დავხმარებოდი პორტფოლიოს შექმნაში, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ შედეგები გაცილებით უკეთესი იყო.  ( იხ დანართი 11)
     

                                   3.5.4 სეგმენტური  მეთოდი
       როგორც ჯიგსოუ 2-ის სწავლების  საშუალებით გამოირკვა, „სუსტ მოსწავლეს“ უჭირდა დამოუკიდებლად მუშაობა. ყოველთვის პრობლემას წყვეტდა წყვილში ძლიერის მუშაობა ან ჩემი დახმარება.
   დავსახე ამოცანა, რომ კიდე უფრო გამეაქტიურებინა ისინი. თანამშრომლობითი სწავლებისას გამოიყო პასუხისმგებლობის ორი დონე: 1)ჯგუფური  პასუხისმგებლობა, 2) ჯგუფის თითოეული წევრის პასუხიმგებლობა საკუთარი წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობასა და წარმატებაში. სწორედ პასუხიმგებლობის ეს ორი დონე უნდა იყოს ინტეგრირებული თანამშრომლობით გაკვეთილში, თითოეულ მოსწავლეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი წარმატება ჯგუფის წარმატების საწინდარია.
     კვლევები გვიჩვენებს, რომ ჯგუფური მუშაობის დროს ბევრი მოსწავლე ცდილობს სხვის  ხარჯზე გავიდეს ფონს და დაუმსახურებლად მიიღოს ჯილდო. აქედან გამომდინარე,  ადვილი არ არის  შევაფასოთ ჯგუფურ მუშაობაში შეტანილი წვლილი. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მასწავლებელმა   გონივრულად უნდა შეარჩიოს ჯგუფური მუშაობის მეთოდი.
                                                             12
    სეგმენტური მეთოდი დამეხმარა მოსწავლეებში როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პასუხისმგებლობის განვითარებაში და საშუალება  მომცა შემეფასებინა თითოეული მოსწავლის პირადი წვლილი ჯგუფურ მუშაობასა და საერთო პროდუქტის შექმნაში.
                                                                   
                                    3.5.4.1      მეთოდის მიმდინარეობა

        კლასი დავყავი ოთხ, ხუთ ან ექვს კაციან ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს დავურიგე მუშაობისათვის საჭირო რესურსი, ფორმატის ქაღალდი ან ფლიფჩარტი და მარკერები.
         ფორმატი დაყვეს სეგმენტებად--ერთ ცენტრალურ და რამდენიმე გარე სეგმენტად. (გარე სეგმენტების რაოდენობა დამოკიდებული იყო, ჯგუფის წევრთა რაოდენობაზე.)                                                            
                                                                      A              
                                                         D                          B           
                                                                       
                                                                       C   
                                                                                    

         მოცემული სქემა განსაზღვრულია 4 მოსწავლისათვის. თითოეული სეგმენტი თითო წევრს ეკუთვნის, ხოლო ცენტრალური--მთელ ჯგუფს.
          ჯგუფის ყოველ წევრს მივეცი დავალება. რეზო ინანიშვილის ნოველა: ,,ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“ ერთს უნდა ამოეწერა სიმბოლო, მეორეს--ეპითეტები, მესამეს--მხატვრული შედარება, მეოთხეს--ლირიკული გადახვევა.
          მოსწავლეებს ვთხოვე საკუთარი დავალება მათთვის განკუთვნილ სეგმენტში დაეწერათ და ხელის მოწერით დაედასტურებინათ.  ამ ეტაპზე მეთოდი მოითხოვდა სრულ მდუმარებას, ავუკრძალე ერთმანეთთან კომუნიკაცია, რადგან თითოეულს ჰქონდა თავისი პორტფოლიო და განსაზღვრული დრო. მას შემდეგ, რაც ჯგუფის თითოეულმა წევრმა შეავსო საკუთარი სეგმენტი, ერთმანეთს გააცნეს თავიანთი ნააზრევი. და თუ საჭიროდ მიიჩნიეს, დაურთეს კომენტარები.      
                                                        13
  მომდევნო საფეხურზე ვთხოვე ცენტრალურ ნაწილში დაეწერათ ყველასათვის მისაღები, სწორი მაგალითი ან ეჩვენებინათ ისრებით, შეაჯამეს და მოაწერეს ხელი.
      უკანასკნელ ეტაპზე თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის შესრულებულ სამუშაოს.                                          



                                                                      A1                                                      A2                                          A3
       _ მხატვრული შედარება                   6                                 5                         2                            
     
                                                                    B1                                                          B2                                               B  3
       _ ეპითეტი                                         10                                 8                          7                 
                                       
    
                                                                    C1                                    C2                             C 3
       _ სიმბოლო                                          2                                 3                                 1
                                                                 14 
                                                                   D1                                              D2                                            D3
       _ ლირიკული გადახვევა                1                                      1                                1     
                                                             
    სეგმენტური მეთოდი უნივერსალური მეთოდია, კარგია პრობლემის გადაჭრის გზების საპოვნელად, იდეების განხილვაში; ეფექტურია, როგორც თემის შესწავლის დაწყებისას, როცა  მასწავლებელს სჭირდება მოსწავლეთა წინარე ცოდნისა ადა გამოცდილების გააქტიურება, ასევე შესწავლის პროცესში, როცა გვინდა გავიგოთ როგორ მიმდინარეობს ის და დასასრულს, როცა გვინდა გავიგოთ ასევე ჯგუფის მიღწევა განსაზღვრული ეტაპის დროს. აღნიშნულ მეთოდს მინიმუმადე დაჰყავს ჯგუფური მუშაობის დროს წარმოჩენილი რისკები.
                               3.5.5  შეფასების რუბრიკა
    მხატვრული სამკაულების შესწავლის დროს ეფექტური საშუალება  გამოდგა შეფასების რუბრიკა. შევადგინე 10 ქულიანი სკალა. მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის ზრდა, მათი განვითრების ხელშეწყობა. განვუმარტო მოსწავლეებს  ბევრი მუშაობის შემდეგ  რა იყო მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და რა მიმართულებით უნდა გაემახვილებინათ ყურადღება სამომავლოდ. მივეცი რუბრიკების ინსტრუქცია და ვთხოვე ემუშავათ მხატვრულ სამკაულებზე  ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან                      „ ამოდის, ნათდება!“ (დანართი 10). შესრულებული სამუშაო შეფასდებოდა შემდეგი სკალის მიხედვით :
 კრიტერიუმები
4
3
2
1
მხატვრული სამკაულების ამოცნობა
ზუსტად შეესატყვისება
ძირითადად
იშვიათად
არ შეესატყვისება
თემა, იდეა და ქვეტექსტები
 ყოველთვის ზუსტად ამოიცნობს
ზუსტად ამოიცნობს
იშვიათად
ვერ ამოიცნობს
ჟანრობრივი მახასიათებლის ამოცნობა


ძირითადად ამოიცნობს
ვერ ამოიცნობს.
           
                                                                      15
 წარმოდგენილი ჰოლისტური შეფასების სკალით ვისარგებლე მიზანმიმართულად, რადგან მოითხოვს ცოტა დროს, ეფექტური ინსტრუმენტია განმსაზღვრელი შეფასებისათვის. აქვს უარყოფითიც, რადგან მოსწავლეს არ აწვდის

ინფორმაციას რა აქვს ძლიერი და რა--სუსტი მხარე. ამ შემთხვევაში  პრობლემა მოგვარდა, რადგან ჯგუფში გადაინაწილეს პასუხისმგებლობა (დელეგირება) ჩემ მიერ დაფაზე დაწერილი დეკოდირების ცხრილის მიხედვით (იხ.ფოტო). რავ შეეხება პოსტს ფერადი პეპლებით---ეს თავად  მოსწავლეთა ინიციატივა იყო.

                      3.5.6მოსწავლეთა ანკეტირების ანალიზის შედეგები
        დიაგნოსტირების ეტაპზე ანკეტებში მონაწილეობა მიიღო 18-მა მოსწავლემ. ანკეტები (იხ. დანართი 2) მომზადდა მიზანმიმართულად სათაურით: ანკეტირება მოსწავლეთა თანამშრომლობისათვის.  ანკეტირებამ საშუალება მომცა განმესაზღვრა მოსწავლეთა დამოკიდებულება მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებისა  და ურთიერთთანამშრომლობის მიმართ. გავერკვიე, რამდენად იციან , რომ ჯგუფური მუშაობა არის განვითარებისა და ,,ზრდის“ საუკეთესო გზა; ვითვალისწინებ მათ ინიციატივებს აქტივობების  დაგეგმვისას, მეგობრებთან მუშაობა მათთვის არ არის სტრესული...



           

              3.5.7 ჩაღრმავებული ინტერვიუს ძირითადი მიგნებები
   საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად ინტერვიუ ჩავწერე როგორც დაწყებითი საფეხურის, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებთან. შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი: რა შეიძლება იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები. პრობლემის ზუსტად განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ კვლევის ერთ-ერთი მთავარი კითხვა:
                                                           16
         რა შეიძლება იყოს კონკრეტულად დაწყებით და საბაზო საფეხურზე, ასევე შემდეგაც მხატვრული სამკაულების სწავლებისას აღმოჩენილი პრობლემების მიზეზები?
         კვლევის მთავარ კითხვაზე პრობლემის მიზეზის დასადგენად დამეხმარა შემდეგ ქვესაკითხებზე პასუხის გაცემა:
1)      რამდენად ხშირად აძლევდნენ მოსწავლეებს სავარჯიშოებს მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე?
ა) თუ აძლევდნენ, რა სახით?
ბ) თუ ვერ ფლობდნენ, რა იყო ამის მიზეზი?                     

2)      როგორ აწვდიდნენ მოსწავლეებს თეორიულ და პრაქტიკულ მასალას?
3)      როგორ შეიძლება დავძლიოთ ეს პრობლემა?

       კოლეგებთან ჩატარებული შეხვედრების შედეგად, შევჯერდით, რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები და რა არის გასაუმჯობესებელი? ესენია:
1)      კლასების მრავალრიცხოვნება;
2)      მასალა მხატვრულ სამკაულებზე საკმაოდ ვრცელია, გამოსაცნობი და არ რჩებათ  საკმარისი დრო გაკვეთილზე;
3)      დაწყებითში შეისწავლიან მე-4 კლასის II სემესტრში;
4)      ყველა მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების თეორიული მასალა არ არის სახელმძღვანელოში და არც პრაქტიკული სამუშაოებია;
5)       მასწავლებლის მიერ ახსნილი და ჩაწერილი კარგია, მაგრამ რვეულები გამოცვალეს, ან დაქსეროქსებული ფურცელი დაეკარგათ;
6)      ყველა მოსწავლე ვერ ითვისებს ერთნაირად ;
7)      მოსწავლეების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება--ერთეულებს მიაჩნიათ, რომ უნდა ისწავლონ ძლიერებმა, მათ მაინც არაფერი გამოუვათ...


3.5.8 დიაგნოსტირების ეტაპის შეჯამება
           დიაგნოსტირების ეტაპზე გამოყენებული მეთოდები და ინსტრუმენტები სრულად შეესაბამება, კვლევის მიზანსა და საკვლევ კითხვებს. პრობლემის საიდენტიფიკაციოდ გამოყენებულმა ფოკუს-ჯგუფმა საშუალება მომცა სწორად განმესაზღვრა კლასისა და არა მხოლოდ ერთი კლასისთვის აქტუალური პრობლემა.
                                                                 17
შემაჯამებელი წერების ანალიზებმა, მოსწავლეების ანკეტებმა და კოლეგებთან ინტერვიუებმა, მომცა კონკრეტული პრობლემის იდენტიფიცირების საშუალება, რა                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 იყო მიზეზი მხატვრულ- გამომსახველობითი საშუალებების მეტ-ნაკლებად შესწავლის, რატომ აბრკოლებდა ეს პრობლემა ნაწარმოების ანალიზური წვდომის უნარს. რატომ დარჩა ჩემს მიერ მიწოდებული თეორიული მასალა, პრაქტიკული სავარჯიშოები, კომენტარები ნაკლებად ეფექტური? შედეგებმა გამოკვეთეს სფეროები, რომლებშიც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მოსწავლეებს დახმარება.
                                                               
                                                                
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     4. ინტერვენციების დაგეგმვა                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   
       ინტერვენციების დაგეგმვისას გავითვალისწინე  ანკეტირების შედეგად მიღებული ინფორმაციები, კერძოდ, რომელი მხატვრული-გამომსახველობითი საშუალების გამოცნობა უჭირდათ მეტად, გავითვალისწინე აგრეთვე შემაჯამებელი  წერის ანალიზი და მოსწავლეებთან ერთად  ვიმსჯელე, როგორ დაგვეძლია პრობლემები. მხედველობაში მქონდა მათი შედეგები, მათგან წამოსული   იდეები                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
და   მოსწავლეებთან ჩატარებულ  მენეჯმენტს : ფოკუს-ჯგუფს, ანკეტირებას, გამოკითხვებს, შემაჯამებელი წერების ანალიზს, „მოლოდინების გემს“, დეკოდირების ცხრილს, ჯიგსოუ2-ს , სეგმენტურს რუკას...დაეყრდნო ჩემი ინტერვენციები.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                         
              4.1 ინტერვენციების განხორციელების ეტაპი (თერაპია)
    დიაგნოსტირების შემდეგ გავაანალიზე მხატვრულ -გამომსახველობითი საშუალებებით გამოწვეული პრობლემის  მიზეზები და დასკვნების გამოტანის შემდეგ დავგეგმე ურთიერთთანამშრომლობის მეთოდით პრობლემის მოგვარება. ამ საკითხში დამეხმარა ჯ.თერნბულის  წიგნი „პედაგოგის 9 მახასიათებელი“. შევეცადე პრობლემის გამოცნობის შემდეგ მიმეწოდებინა სახალისო აქტივობები. ეფექტური გამოდგა პორტფოლიოში  ჩალაგებული და ელექტრონულად Facebook-ის ქართულის დახურულ ჯგუფში მიწოდებულ მხატვრული სამკაულები.
     ჩვენ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებზე, რომელიც გამოვიყენე ინტერვენციის ეტაპზე, რამაც სახალისო გახადა მე-8 კლასის სასკოლო ცხოვრება.
             
                                                               18
                     
                  

 4.2 ინტერვენციის შედეგების შეფასება
     ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციები და სწორი თერაპია, გარდა კვლევის ძირითადი მიზნის  მიღწევისა, გახდა საფუძველი მოსწავლეებში ანალიტიკური,
კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების; ცოდნის მიღებისა და  გამოყენების, ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარების.
 ჩატარებული ინტერვენციების დინამიკა კარგად ჩანს  გამოქვეყნებულ ფოტოებზე დანართების სახით.  ეს არის არასრული ჩამონათვალი, რადგან მქონდა ტექნიკური ხარვეზი და ვერ მოხერხდა ყველა ფოტოს კომპიუტერში შენახვა.
     გიორგი ლეონიძის მოთხრობის „მარიტას“ პოსტი მოსწავლეთა ინიციატივით შეიქმნა ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე. მათ წინასწარ დაამზადეს პეპლები, მოიმარაგეს მარკერები... იყენებდნენ ჯიგსოუ 2-ის ტექნიკას.
     კარგად იმუშავა მხატვრულ გამომსახველობითი საშუალებების პორტფოლიოში ჩალაგებულმა რესურსმა ( დანართი 11 ) . მანამდე ვიყენებდით დაქსეროქსებული სახით ა.არაბულის წიგნიდან ,,ქართული ენა“ (გვ. 78-89).
     მოსწავლეთა   მოთხოვნით შეიქმნა პოსტი ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან „ამოდის ნათდება“  (იხ. დანართი 10)    მათ ჰქონდათ შეფასების კრიტერიუმები. მივაწოდე რეზო  ყარალაშვილის  მიერ მოწოდებული დეკოდირების ცხრილი ( თამაზ ვასაძის მე-12 კლასის ,,ქართულის“ სახელ-ლო გვ.32. და 43.) აღმოჩნდა მხოლოდ სამი მოსწავლე ვერ აქტიურობდა და საჭირო გახდა ჩემი დახმარება.  დანართი 10.)
   საინტერესო იყო რეზო ინანიშვილის ნოველის „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“ გამო ჩატარებული აქტივობები. სეგმენტური მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი გახდა ჯგუფის თითოეულ წევრს თავად შეესრულებინა თავისი დავალება. ამით თავიდან ავიცილეთ ჯგუფში უმოქმედობა.  სიმბოლოზე დაყრდნობით გამოკვეთეს მთავარი სათქმელი--ღირსების პრობლემა. კარგად ერკვევიან პერსონაჟების მხატვრულ სახეებში.მათი დასკვნით,  ვირგენშტეინის მხატვრული სახე-ხასიათი არის ზნეობის, კეთილშობილებისა  და ღირსების სიმბოლო; ნაუმოვი---პრიმიტიული თავხედობის სიმბოლო; მეძავი ქალი---გაღვიძებული თავმოყვარეობის სიმბოლო.
      აღმოჩნდა, რომ ორი მოსწავლე ვერ ერკვეოდა მხატვრულ- გამომსახველობით საშუალებებში. ჰქონდათ პორტფოლიოც , ისხდნენ ჯგუფში, სადაც სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეები მუშაობდნენ, მაგრამ ამაოდ.            
                                                              19

 დიდი ძალისხმევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ისინი ფლობენ სინტაქსურ ფიგურებს; გაჩუმებას, იციან ეპითეტისა და ლოგიკური განსაზღვრების ერთმანეთისაგან გარჩევა. მეტ-ნაკლებად ფლობენ მხატვრულ შედარებას...
    რეზო ჭეიშვილის „ლურჯი ფრინველის“ შესწავლისას ჯერ სიმბოლოს განმარტება დავუწერე დაფაზე, შემდეგ იმუშავეს სიმბოლოების გამოცნობაზე,  გააკეთეს ასოციაციური სქემა, რომ ლურჯი ფრინველი შესაძლოა იყოს ბედნიერების, განთავისუფლების, სიკვდილის ძლევის, მარადიული მხსნელის  სიმბოლო.  საინტერესო ასოციაცია წარმოადგინა მეორე ჯგუფმა: თუ ,,ზეგანი“ ყორღანის სიმბოლოა, მაშინ ლურჯი ფრინველი იქნება  საფლავიდან გამოსული სულის განსახიერება, რომელიც ჭაბუკს  სიკვდილის შიშის დაძლევაში ეხმარება. წარმოდგენილი მოსაზრებებიდან გამომდინარე , გამოიტანეს დასკვნა, რაკი ბიჭი გადარჩა, ამიტომ მიუყვება ავტორის  ხსოვნას ლურჯი ფრინველი---სიმბოლო მარადიული  მხსნელისა. დაეხმარათ პორტფოლიო.
    სეგმენტური მეთოდი გამოვიყენე ნ. დუმბაძის ნოველის „ბოშების“ შესწავლისას. აღმოჩნდა, რომ იუმორი გაიგო ყველა მოსწავლემ.
    განმეორებითი განმეორების დროს  გამოვიყენე ისევ N1 ანკეტა, რომელიც დიაგნოსტირების ეტაპზე გამოვიყენე.







          4.3 მოსწავლეთა განმეორებითი ანკეტირების ანალიზის შედეგები 
         ჩემი ინტერესის საგანი იყო რამდენად შეიცვალა  ცოდნის დონე მხატვრულ -გამომსახველობითი საშუალებების შესწავლის შემდე. მონაცემები შეიცვალა უკეთესობისაკენ, რადგან განხორციელდა ინტერვენცია სწორად. გამოვიკითხე 18 მოსწავლე ისევ 1-ლი ანკეტის (დანართი 1) მიხედვით და ასეთი შედეგი მივიღე:
                                                         20




      5. დისკუსია კვლევის  ეფექტურობის შესახებ

   ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე  შესაძლებელია ვთქვათ, რომ პრაქტიკის კვლევა წარმატებით განხორციელდა მე-8 კლასში 2106=17 სასწ. წლის მე-2 სემესტრსა და 2017-18 სასწ. წლის  I-II სემესტრში.
     წარმატების  საზომად შესაძლებელია  განისაზღვროს:
1.      რესურსი, რომელიც შეიქმნა არა მხოლოდ  მე-8 კლასისათვის, არამედ სხვა დაინტერესებული პირებისათვის. ეს იყო ელექტრონული რესურსი, პორტფოლიო , ანკეტა, სავარჯიშოები, ტესტები...
2.      კვლევის პროცესში წავიკითხე არაერთი სპეციალური ლიტერატურა. ვფიქრობ, ეს გვეხმარება პროფესიულ ზრდაში. გაუმჯობესდა კვლევის უნარები.
                                                    21

              6.კვლევის შეზღუდვები
მოსწავლეთა მხრიდან არ  ყოფილა კვლევის შეზღუდვები. მომავალშიც უნდა გაგრძელდეს მუშაობა მხატვრულ საშუალებებზე, თორემ ნასწავლი დაავიწყდებათ. ,,განმეორება ცოდნის დედაა“.


                          7.  რეკომენდაციები
კვლევის პროცესში ჩემ მიერ შესრულებული რეკომენდაციები ასე ჩამოვაყალიბე:
1.საჭიროა თანამშრომლობა პედაგოგებს შორის;
2.კათედრის  სხდომაზე რეგულარულად უნდა განიხილებოდეს  მსგავსი პრობლემები;
3. დაიხვეწოს მეთოდები და სტრატეგიები;
4. მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების სწავლება გავხადოთ სახალისო;
5.მოსწავლეებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი მეთოდები, აქტივობები; ვთხოვოთ თავადაც მოგვაწოდონ იდეები.


                           8.ინტერვენციის შეფასება
ჩემ მიერ ჩატარებული ინტერვენციის შეფასების მიზანს წარმოადგენდა გამეგო:
1.    რამდენად მარტივი, დასაძლევი და მოსახერხებელია მოსწავლეებთან ერთად შერჩეული აქტივობები და ჩემ მიერ გაკეთებული სავარჯიშოები მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების უკეთ სწავლებისას;
2.    იძლევა თუ არა ამგვარი მეთოდები ეფექტს;
3.    დაეხმარა თუ არა  მეთოდები  და სტრატეგიები  მხატვრული სამკაულების უკეთ სწავლებას?
4.    ამაღლდება თუ არ წერის კულტურა?
5.     
                                                      22
          
  კითხვებზე პასუხის მისაღებად ჩავატარე ინტერვიუ კათედრის მასწავლებლებთან, გავიზიარე  მათი გამოცდილება და რჩევები, ჩავატარე ფოკუს-ჯგუფი. მიზანი: დამედგინა --იქონია თუ არა  მათ მუშაობაზე გავლენა მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებით გამოწვეულმა პრობლემებმა?
             პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ აქტივობები იყო სახალისო, მოსწავლეები ინტერესით მოეკიდნენ და ამიტომ დაძლიეს. მათ გაიზიარეს ჩემი გამოცდილება, ძალიან მოეწონათ ელექტრონული რესურსი,  დახურული ჯგუფის შექმნა სოც. ქსელში და მთხოვეს, ჯგუფი გავხადო ღია, რომ სხვებისათვისაც იყოს ხელმისაწვდომი. ხაზი გაუსვეს, რომ მხატვრული სამკაულების ცოდნა აუცილებელია დაწყებით  და საბაზო საფეხურზე, რადგან  მოსწავლეებს სჭირდებათ ანალიზური წვდომის პროცასში.
            მასწავლებლების მიერ გაკეთებული უკუკაცშირი იყო ზუსტი და არგუმენტირებული.




                                                       9. დასკვნა
      მე-8 კლასში  ჩატარებული პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ მხ. სამკაულების არასწორად სწავლების მიზეზია:
1.      პედაგოგთა შორის გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა;
2.      ხშირად გაკვეთილზე  დროის  სიმცირის გამო მეტ-ნაკლებად ექცევა ყურადღება;
3.      ისწავლება ტექსტის სწავლების შემდეგ;
4.      სახელმძღვანელოში ყველა მხ. სამკაულზე არ არის მოცემული თეორია;
5.      მოსწავლეთა უყურადღებობა;
6.      შემაჯამებელი წერების   არასისტემატური ანალიზი...
ზემოთაღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადადგმული ნაბიჯები ძირითადად ეფექტური იყო.

                                                    23
              ბიბლიოგრაფია:
1.       მაია ინასარიძე, მაია ნაჭყებია--ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდები. თბილისი. ,,საიმედო“ 2016 წელი.
2.      ნანა ნაბულიშვილი, მანანა ბოჭორიშვილი--ინტერაქტიური გაკვეთილის ელემენტები I  და II ნაწილი, მასწავლებლის ბიბლიოთეკა. 2007 წელი.
3.      განვითარებისა და სწავლის თეორიები--დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. 2008 წელი.
4.      სწავლება და შეფასება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. 2008 წელი.
5.      მასწავლებლის წიგნი--ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში(სოფიკო ლობჟანიძე, მაია ფირჩხაძე, მანანა რატიანი...) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2016 წელი.
6.      მასწავლებლის წიგნი--მოსწავლე, გაკვეთილი და შიდა სასკოლო შეფასება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2016 წელი.
7.      ალექსანდრე ბარამიძე--შოთა რუსთაველი (პოეტური ლიცენცია) საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა; თბილისი, 1958.
8.      www.Mastsavlebeli.ge
9.      ვახტანგ როდონაია, ავთანდილ არაბული, ნინო ნაკუდაშვილი, მარინე ხუციშვილი--ქართული ენა და ლიტერატურა, მე-8 კლასის სახელმძღვანელო. ,,სწავლანი“ 2016 წელი.
10.  ჯეკი თერნბული  -- ,,მასწავლებლის 9 მახასიათებელი“ თბ. 2008წ.
11.  თამაზ ვასაძე, ნუგზარ მუზაშვილი--,,ქართული 12“.,,დიოგენე“ 2008წ.




                                                                    24
                                                 



  დანართები
დანართი N1
ანკეტა---მოსწავლეთა დამოკიდებულება მხატვრულ გამომსახველობითი საშუალებების მიმართ
მოგესალმებით!
          თქვენი უნარების განვითარებისა და სრულყოფის მიზნით ვაკეთებ კვლევას თუ როგორ ეხმარება მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობა მხატვრულ -გამომსახველობითი საშუალებების სწავლებას. თქვენი აქტიურობა მეტად მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისა და თქვენი ცოდნის ამაღლებისათვის.
#
სწორად ამოვიცნობ
არასდროს
იშვიათად
ხშირად
ყოველთვის
1
მეტაფორას




2
ეპითეტს




3
გაპიროვნებას




4
მხატვრულ შედარებას




5
სიმბოლოს




6
სინტაქსურ ფიგურებს




7
თემას




8
იდეას




9
ქვეტექსტს




10
ალუზიას




11
ჟანრებს




12
ირონიას




13
სატირას




14
იუმორს




15
სარკაზმს




16
გროტესკს




17
კონტრასტს




18
ეპიგრაფს




19
დინამიკას










20
პროტოტიპს




21
ლირიკულ გადახვევას




22
ელიფსის




23
ალეგორიას




24
გრადაციას




25
მხატვრულ სახეს





დანართი2
    ანკეტირება  მოსწავლეთა თანამშრომლობისათვის
1.ჯგუფში მუშაობა და თანამშრომლობა  არის განვითარების საუკეთესო გზა.
ა)სრულიად არ ვეთანხმები,  ბ)არ ვეთანხმები,  გ)ვეთანხმები,   დ)სრულად ვეთანხმები
2.გაკვეთილზე გვაქვს გამოყოფილი დრო თანამშრომლობისათვის
ა)სრულიად არ ვეთანხმები, ბ)არ ვეთანხმები,  გ)ვეთანხმები,  დ)სრულად ვეთანხმები
3.მე და ჩემი მეგობრები ერთმანეთს ვუწევთ დახმარებას.
ა)სრულად ვეთანხმები,  ბ)არ ვეთანხმები, გ) ვეთანხმები, დ)სრულად ვეთანხმები
4.მეგობრებთან ერთად ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობამ გამზარდა

ა)სრულად ვეთანხმები,  ბ)არ ვეთანხმები, გ)ვეთანხმები,  დ) სრულად ვეთანხმები.
5.გაკვეთილზე წამოიჭრება საკითხები, რომლებიც საინტერესო და გამოსადეგია ყველასათვის
ა)სრულად არ ვეთანხმები,  ბ)არ ვეთანხმები, გ)ვეთანხმები, დ) სრულად ვეთანხმები.
6.როცა მაქვს კითხვები/პრობლემები სწავლებისას ვეკითხები აზრს ჩემს ამხანაგებს.
ა)სრულად არ ვეთანხმები, ბ)არ ვეთანხმები, გ)ვეთანხმები,  დ)სრულად ვეთანხმები.
7.მასწავლებელი ხშირად იჩენს ინიციატივას, რათა დავგეგმოთ აქტივობები მხატვრული საშუალებების უკეთ გაგებისათვის.
ა)სრულად არ ვეთანხმები, ბ)არ ვეთანხმები,  გ)ვეთანხმები,  დ)სრულად ვეთანხმები
                                                                26

8.მე არ მერიდება გავუზიარო  ჩემს მეგობრებს ჩემი  ჩავარდნები და პრობლემები.
ა)სრულად არ ვეთანხმები,  ბ)არ ვეთანხმები,  გ)ვეთანხმები,  დ)სრულად ვეთანხმები.
9.მე მოხარული ვარ გავუზიარო ჩემი გამოცდილება სხვა ამხანაგებს.
ა)სრულად არ ვეთანხმები, ბ)არ ვეთანხმები,  გ) ვეთანხმები, დ)სრულად ვეთანხმები.
10.ჩემთვის სტრესულია , როცა ჩემს ამხანაგებთან ერთად ვმუშაობ
ა)სრულად ვეთანხმები, ბ)არ ვეთანხმები,  გ)ვეთანხმები, დ)სრულად ვეთანხმები.
მოსწავლეთა თანამშრომლობის მიმართულებით ვხედავ სხვა პრობლემებს.
გთხოვთ, დააკონკრეტოთ რა პრობლემას გულისხმობთ


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი
      

            
        ანართი N3 ----შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ანალიზი
შემაჯამებელი სამუშაოების ანგარიში
პედაგოგი-ინგა მიქელაძე
კლასი--VII
2016-17 სასწავლო წლის I სემესტრი
საგანი- ქართული ენა და ლიტერატურა
                                                       
                                                             27




N1 შემაჯამებელი
N2 შემაჯამებელი
N3 შემაჯამებელი
N4 შემაჯამებელი
კლასის საშუალო არითმეტიკული ქულა ამ შემაჯამებელში


   6,1


    6,8


   6,7


   7,1
რა გაუჭირდა კლასს ამ შემაჯამებელში
56% უშვებს სტილისტურ, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ, პუნქტუაციურ, სინტაქსურ შეცდომებს. უჭირთ ნაშრომის აგება, არგუმენტირება და ტექსტური მასალის გამოყენება. უჭირთ ლიტმცოდნეობის ცნებებში გარკვევა.
უშვებენ გრამატიკულ შეცდომებს, უჭირთ მართლწერა, აბზაცის გამოყოფა, მხატვრული სახეების დატვირთვის გამოყენება მცირე ესეში.
ჯგუფის ნაწილს უჭირს გრამატიკაში შესწავლილი თეორიის პრაქტიკულად გამოყენება. უშვებენ მორფოლოგიურ-ეთნოგრაფიულ, სინტაქსურ, პუნქტუაციურ, სტილისტურ (იყენებენ კალკს) შეცდომებს. უჭირთ მხატვრული სახეების ამოცნობა.
ტექსტურ წერაში გაუჭირდათ შესაბამისობის დადგენა (მხატვრული სახე და ციტატა) მცირე ესეში-ანალიზი, არგუმენტირება და მხატვრულ გამომსახველობითი საშუალების დატვირთვა.

რეკომენდაციები, მეორე
სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოების დაგემვისთვის
- რა არის ამ შემაჯამებელი სამუშაოების დაგეგმვაში, ჩატარებაში და შეფასებაში გასაუმჯობესებელი? ნაშრომის აგება არგუმენტირება,ციტირება,გრამატიკული( მათ შორის პუნქტუაციური) საკითხების ფლობა.
- როგორ შეიძლება გაუმჯობესება?  1) თხრობითი ხასიათის დასაწყისის სხვადასხვა ვერსიების ფლობით (დასაწყისის ცნობილ მოდელებზე მიბაძვა, მიმართვა მკითხველისადმი, აფორიზმი ან საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება...) არგუმენტირებისას სქემებით მუშაობა, ადეკვატური ციტირების მიგნება და მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების ზუსტი ამოცნობა და მისი დატვირთვის გააზრება.
რეკომენდაცია--რა უნდა იყოს გათვალისწინებული შედეგებზე რეაგირებისთვის?
_წერითი სამუშაოების ანალიზი, ხარვეზების აღმოფხვრისათვის მითითებების მიცემა, მართლწერის საკითხის გამეორება, მხატვრულ გამომსახველობითი საშუალებების რესურსის შექმნა და მუშაობა ტექსტზე მუშაობისას.


                            დანართი N4
                                   შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზი
                                       შემაჯამებელი წერის ანგარიში
პედაგოგი-ინგა მიქელაძე
კლასი-VIII
2017-18 სასწავლო წელი. II სემესტრი
საგანი-ქართული ენა და ლიტერატურა

N1 შემაჯამებელი
N2
შემაჯამებელი
N3
შემაჯამებელი
N4
შემაჯამებელი
N5
შემაჯამებელი
კლასის საშუალო არითმეტიკული ქულა ამ შემაჯამებელში


  6,7


  6,9


  7,2


 7,5


 7,3
რა გაუჭირდათ კლასს ამ შემაჯამებელში
52% უშვებს შეცდომებს ტროპის სახეებიდან-მეტაფორის ამოცნობაში  40%-ს უჭირს თხზულებების აგება, არგუმენტირება, ადეკვატური ციტირება, პარალელების გავლება.
48% ასხვავებს მხატვრულ სახეებს-ტიპს, ხასიათს, პორტრეტსა და პეიზაჟს ერთმანეთისგან. 51%-მა იცის ქვეტექსტი და მთავარი აზრი. მოყავთ არგუმენტები და ადეკვატური ციტირებები. უჭირთ პარალელების გავლება.
60%-მა იცის სიმბოლო, ტროპის სახეები-54% ასხვავებს ეპითეტსა და ლოგიკურ გაანალიზებას. 56%-მა იცის მთავარი აზრი, დინამიკა, არგუმენტირებული ციტირება.
 წერა ტექსტურია. 70% ზუსტად გამოიცნობს ეპითეტს, 95%-მა გამოიცნო მხატვრული შედარება, 52%-მეტაფორა,
თუმცა ვერ ადასტურებს, 99%-სინტაქსური ფიგურები.
წერა ტექსტურია. 52%-გამოიცნო მეტაფორა, 70%-სიმბოლო; 82%-იცის რა არის ელეგია, რატომ დაიწერა ნაწერი ალეგორიით, რა არის მეტაფორა. 92%-ეპითეტი.

მიღებული შედეგების ანალიზი ---  მოსწავლეები ნაშრომს მითითებების ადეკვატურად ასრულებენ. მოსაზრებებს ამყარებენ ადეკვატური ციტირებით,  ავლენ დამოუკიდებლად აზროვნებას, მაგრამ მოსწავლეთა უმრავლესობამ იცის მხატვრული საშუალებები, თუმცა ჯგუფის ნაწილი მაინც ვერ გამოიცნობს ყველას, რაც გათვალისწინებულია სტანდარტით.
დასკვნა მოსწავლეები წერენ ესეს, მოჰყავთ არგუმენტები ადეკვატური ტექსტური მასალები. თუმცა მოსწავლეთა ნაწილისთვის ,,აქილევსის ქუსლად“ რჩება რიგი მხატვრულ გამომსახველობითი საშუალებების როლი მთავარი სათქმელის რეალიზებაში. ასევე გრამატიკული ნორმების დაცვას მიიჩნევენ მეორეხარისხოვნად.

                                                            30
რეკომენდაციები, II სემესტრისა და შემაჯამებელი სამუშაოების დაგეგმვისათვის
--რა არის ამ შემაჯამებელი სამუშაოების დაგეგმვაში, ჩატარებასა და შეფასებაში გასაუმჯობესებელი?
  მართლწერის წესების თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება, მონაკვეთის მთავარი სათქმელის ამოცნობა და მისი რეალიზება მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებით. მხატვრული სამკაულების გამოცნობა.

--როგორ შეიძლება გაუმჯობესება?
   თეორიული ცოდნის გაღრმავება წერითი ნამუშევრების ანალიზი მოსწავლეებთან ერთად; სავარჯიშოებზე მუშაობა; რომელშიც გათვალისწინებული იქნება მხატვრული საშუალების ამოცნობა და ხაზგასმა, რატომ ფიქრობენ ასე? რესურსის გამოყენება მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებების უკეთ სწავლების, სხვადასხვა მეთოდების გამოყენება და აქტივობების დაგეგმვა-ჩატარება ამ მიზნით ურთიერთთანამშრომლობა.



დანართი5                                           დანართი6

                                                                 31



         დანართი7                                              დანართი 8 (მოლოდინების გემი)           





                                                                     32





                                                          დანართი 9            
მუშაობა გიორგი ლეონიძის ,,მარიტაზე“ ჯიგსოუ-2-ის მეთოდით

                     
                                                                 33

                    
                                                დანართი 10
 ,,ამოდის, ნათდება!“ საბოლოო ვარიანტი

                                                        34
                                დანართი 11
მუშაობა პორტფოლიოს გამოყენებით
                                                                          35

                                                დანართი 12
მუშაობა რეზო ჭეიშვილის ნოველაზე ,,ლურჯი ფრინველი“




                                                                        36






                                              დანართი13
ილია ჭავჭავაძის--,,ელეგია“ ---მხატვრული სამკაულების გამოცნობა და ინტერპრეტაცია.


                                                                  37








                  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია
       ჩემ მიერ განხორციელებული  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაში  ,,როგორ ეხმარება მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობა მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების სწავლებას“ ნათლად და დამაჯერებლად  არის დასაბუთებული, რომ საკვლევი საკითხი გამომდინარეობს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებიდან.
      ქართული ენისა და ლიტერატურის  გაკვეთილზე მნიშვნელოვანია სწორი კითხვის სწავლება. აპრობირებული მეთოდია ,,აქტიური კითხვა“ (მაია ინასარიძე, მაია ნაჭყებია--,,ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდები“ გვ.179-187). დასაბუთებულია მეთოდებისა სტრატეგიების ეფექტურობა. პირველ ეტაპზე აქცენტი გადატანილია ტექსტის შინაარსზე. ყურადღება  მინდა გავამახვილო კითხვის შემდგომ ეტაპზე: ავტორისეული იდეები, ჩანაფიქრი, პრობლემა, ფიქრისა და მსჯელობის უნარის განვითარება; ლიტერატურასა  და ცხოვრებას შორის კავშირის დანახვის ხელშეწყობა.
      კითხვისა და კითხვის შემდგომ პროცესში მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების(ანალიზი, სინთეზი,  შეფასება) გამოიყენება წერაში. ამიტომ  კითხვის შემდგომ საჭიროებისათვის დავსახე ამოცანა მე-8 კლასელებისათვის მესწავლებინა  საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა პრობლემაზე, საკუთარი ინტერპრეტაციის ახსნა და დასაბუთება ადეკვატური ციტირებით.
       ხშირად ვაძლევდი დავალებას, რომ დაეწერათ თხზულება მოცემული კონტექსტის მიხედვით. ასევე ჰქონდათ არჩევანის გაკეთების საშუალებაც. მაგ: მოცემული სამი დავალებიდან აერჩიათ ერთ-ერთი; ვახალისებდი  გულწრფელი პასუხებისათვის (არგუმენტების დასაბუთება ტექსტური მასალით). წერდნენ ვარაუდებს განსხვავებული სიტუაციებისათვის და ასაბუთებდნენ; ასხვავებდნენ პერსონაჟთა მხატვრულ სახეებს (სახე-ტიპი, სახე-ხასიათი, სახე-ლირიკული, სახე-ეპიკური...) ასაბუთებდნენ ავტორის მხატვრულ ოსტატობას (მაგ: რით შეძლო ავტორმა მკითხველის  დაინტერესება, რომელმა მხ. სახეებმა მიიპყრო მათი ყურადღება? )...
        ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკვლევ მიზნად დავსახე მესწავლებინა მოსწავლეებისათვის მსჯელობა (მაღალი სააზროვნო უნარები), თხზულების წერა, რომლის ერთ-ერთი მითითება გახლავთ: რა არის მოცემული ტექსტის მთავარი სათქმელი  და რა მხატვრულ-გამომსახ. საშუალებითაა იგი რეალიზებული.
                                                                           38
          ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის  თემიდან ,,როგორ ეხმარება მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობა მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები სწავლებას“ მოსწავლეებმა, პირადად მე და ჩემმა კოლეგებმა მივიღეთ შემდეგი  სარგებელი : 1.ნათლად დაინახეს მხატვრული სამკაულების ზუსტად ამოცნობის საშუალება; 2.მოეწონათ და ძალიან პრაქტიკული გამოდგა  ჩემ მიერ გაკეთებული რესურსი მხ. სამკაულების თეორიებზე (სტანდარტიდან გამომდინარე), რომელიც  ჩავალაგებინე  პორტფოლიოში და ასევე მივაწოდე ელექტრონული ვერსიითაც მე-8 კლასის  ქართულის დახურულ ჯგუფში. კოლეგების თხოვნით  , მას გავასაჯაროვებ, რომ სხვებმაც ისარგებლონ; 3.ეფექტური საშუალებაა აბიტურიენტებისათვის;  4. ასევე აპლიკანტებისათვის, რომლებიც ემზადებიან ქართ. ენისა და ლიტერატურის გამოცდისათვის; 5.მაღალი სააზროვნო უნარებით გაწვრთნილი  ბავშვები წარმატებას მიაღწევენ ქართული ენისა და ლიტერატურის კონკურსებსა და ოლიმპიადებში...
       კოლეგების უკუკავშირის  მიხედვით გავაგრძელებ მხ. სამკაულების  ელე ქტრონულ ვერსიას მაღალი კლასებისათვის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისასდ.
      
























No comments:

Post a Comment

პრაქტიკული კვლევა

                                                                პრაქტიკული კვლევა როგორ ეხმარება მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობა მხატვრ...