Saturday, August 25, 2018

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და   ლიტერატურაში
                                              XI კლასი
რიცხვი-------2. 05.2018.  ---------------------------
მასწავლებელი:  ინგა მიქელაძე
გაკვეთილის თემა

აღზრდის გავლენა პიროვნების განვითარებაზე (აკაკი წერეთლის პოემიდან ,,გამზრდელი“)
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებლის სახელი,გვარი
ინგა მიქელაძე
დრო
90 წუთი
სწავლების
საფეხური / კლასი
III  საფეხური;
XI კლასი;
მოსწავლეთა
პროფილი
16 მოსწავლე;
სსსმ ---1
სამოდელო
გაკვეთილის
ტიპთან
შესაბამისობა
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
სასწავლო მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ ნაწარმოების პერსონაჟების    მხატვრული სახეების გააზრებას, განაზოგადებენ და ამოხსნიან ავტორისეულ  ჩანაფიქრს;  შეძლებენ პრობლემის იდენტიფიცირებას, მის ანალიზსა და გადაჭრის ალტერნატიული გზების მოძიებას.
ესგ-თან
კონკრეტული
კლასის მისაღწევ
შედეგებთან
შესაბამისობა
ქართ. XI. 5. მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა პერიოდის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის, თემებს, იდეების და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
  
·         მსჯელობს  იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკასა და ინფორმაციის სპეციფიკურობას;
·         აანალიზებს  კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზაზე;
·         აანალიზებს ერთი პერიოდის ტექსტებში ასახულ პრობლემებს , თემებს, იდეებს მსგავსება-განსხვავების თვალსაზრისით.
·         ამოიცნობს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და აფასებს არა მხოლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში, არამედ ნეიტრალური  პოზიციიდანაც;
ქართ. XI. 1 მოსწავლე წარმოდგენს  საჯარო მოხსენებას კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
         . მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
          .   საუბრობს კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს.
          .  საკუთარი მოსაზრების  გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან  და სხვადასხვა საინფორმაციო  რესურსს.
ქართ. XI. 2. მოსწავლე ისმენს და კრიტიკულად აფასებს საჯარო გამოსვლებს.
            . ისმენს გამოსვლებს, მათში გამოთქმულ მოსაზრებებს, ახალ ინფორმაციას, დოკუმენტურ მასალას და გამოთქვამს  საკუთარ შეხედულებას, თუ რამდენად დამაჯერებელია  მათში გამთქმული ჰიპოთეზები და ვარაუდები.
ქართ. XI. 4. მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის  სტრატეგიებს საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
           . ამზადებს ტექსტს წინასწარ , აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე, გადის რეპეტიციას და მოიპოვებს დამხმარე მასალას საპრეზენტაციოდ.
            
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ტექსტი,პრობლემის  გამოკვეთა,განზოგადება, არგუმენტირება და  გადაჭრის გზების ძიება.
ორგანიზების ფორმები
საკლასო; ჯგუფური.
მეთოდები
 გონებრივი იერიში;
Case-Stady მეთოდი ;
მინიდისკუსია.
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლა
სო მენეჯმენტი
A ფაზა-
 აქტივობა 1. კლასის ორგანიზება;                              (2 წთ)
აქტივობა 2. სლაიდების საშუალებით გაკვეთილის მიზნის გაცნობა;                                                                           ( 8 წთ)
 აქტივობა 3.  გონებრივი იერიში
1.      იდეების გენერირება:  რამდენიმე სიტყვით გამოხატონ  აკაკი წერეთლის  პოემა ,,გამზრდელში“ წამოჭრილი პრობლემები ,რომლებიც  ნაწარმოების მნიშვნელობას წარმოაჩენს და აქტუალურია ყველა ეპოქისათვის;
2.      იდეების გამოხშირვა :   გადავხაზავთ იმ პრობლემებს  , რომლებიც არ შეესაბამება საგაკვეთილო მიზანს.
3.      იდეების დაჯგუფება: გამოვყოფთ პრობლემას , რომლებიც შეესაბამება საგაკვეთილო მიზანს.                                            
                                                                         (  10 წთ)

 B ფაზა-   აქტივობა 4.                                                (25 წთ)

Case-Stady მეთოდი -პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი, სინთეზი, პრობლემის გადაჭრის განსხვავებული გზის პოვნა და მისი მართებულობის დასაბუთება;

1. ვყოფ ჯგუფებად ფერადი ბარათების მიხედვით;
2.  აირჩევენ ბარათებს : ბათუ, საფარ-ბეგი, ჰაჯი-უსუბი.
3. ჯგუფის წევრებს ვავალებ , დაწერონ პერსონაჟთან დაკავშირებული პრობლემა;
გაიაზრონ მისი დატვირთვა;
მოძებნონ შესაბამისი ინფორმაცია და არგუმენტები ტექსტიდან;
გამოიკვლიონ პრობლემის მიზეზი--ბუნება თუ აღზრდა ?
4.      გადაიტანონ ფლიფჩარტებზე   სქემის სახით :
  პერსონაჟი/მხატვრული სახე/რეალობა( როგორ რეაგირებდა პერსონაჟი/წყვეტდა მის წინაშე არსებულ პრობლემას. ) /ჩვენი პოზიცია/ პრობლემის გადაჭრის გზა.  

აქტივობა 6.
   ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა. (15 წთ)

აქტივობა 5 .  მინიდისკუსია -                                      ( 20 წთ)
 ჯგუფებს ვთხოვ, პრობლემის გადაჭრის ერთმანეთის მიერ წარმოდგენილ თვალსაზრისზე გამოთქვან  აზრი, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება მწერლის მიერ მოწოდებული ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ფრაზის შესახებ: ,,მაგრამ მარტო წვრთა რას იზამს თუ ბუნებამც არ უშველა?’’ და ,,სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!’’ პოზიციები დაასაბუთონ.  


C ფაზა-
აქტივობა 5 .  შეჯამება :                                             (5 წთ) 
მოსწავლეებს ვთხოვ, კედელზე გაკრულ ფლიფჩარტზე ,,დასკვნისათვის“ დაწერონ რთული ვითარებიდან გამოსავალი გზები. რა როლს ასრულებ აღზრდა პიროვნების განვითარებაში.როგორ ესმით თვითაღზრდა, თვითდისციპლინა (პასუხისმგებლობა); რა როლს ასრულებს გარემო ადამიანის სულზე ზრუნვაში; როგორ გამოიყენებენ  მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში.                                        
    


    აქტივობა 6. შეფასება:                                             (3 წთ) 
                     ა) მოსწავლეთა ჯგუფში მუშაობის შეფასება;
                     ბ) მოსწავლეთა დისკუსიაში მონაწილეობის
                      შეფასება;
                     გ) პრეზენტაციის შეფასება;
                     დ)  მოსწავლეთა  თვითშეფასება
  
საშინაო დავალება:                                                     /1 წთ/
1.       ესე : ,,ზნეობრივი პასუხისმგებლობის პრობლემა ,,გამზრდელში“.



სასწავლო
რესურსები
სლაიდშოუ, ფლიჩარტები,მარკერები,ფერადი ფურცლები.

შეფასება და
თვითშეფასება
განმავითარებელი კომენტარი;
მოსწავლეთა   განმსაზღვრელი შეფასება:  ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა. დისკუსიის შეფასების სქემა.
მოსწავლეთა თვითშეფასება.
მასწავლებლის
თვითშეფასება
მასწავლებლის თვითშეფასება: ღიადაბოლოებიანი შეკითხვები.


შედეგი
მოსწავლეები იაზრებენ  ნაწარმოების პერსონაჟების  ,როგორც ადამიანების, ფსიქოლოგიურ პორტრეტებს; აზოგადებენ და ხსნიან აკაკი წერეთლის  ჩანაფიქრს( რას ანიჭებს პოეტი უპირატესობას--წვრთნას თუ ბუნებას?).განუმტკიცდებათ  ცოდნის ტრანსფერის (პარალელი: არჩილის ,,საქართველოს ზნეობანი“, სულხან-საბა ორბელიანსა და დავით გურამიშვილთან), პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნებისა  და სწავლის უნარ-ჩვევები.


No comments:

Post a Comment

პრაქტიკული კვლევა

                                                                პრაქტიკული კვლევა როგორ ეხმარება მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობა მხატვრ...