გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
IX კლასი
რიცხვი- 1.
06.2017.
მასწავლებელი: ინგა
მიქელაძე
გაკვეთილის თემა
|
,,გზააბნეული მოყვასი’’ და გულგრილი საზოგადოება ილია
ჭავჭავაძის მოთხრობის ,,სარჩობელაზედ „ მიხედვით
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
მასწავლებლის სახელი,გვარი
|
ინგა მიქელაძე
|
დრო
|
90 წუთი
|
სწავლების
საფეხური / კლასი
|
II საფეხური;
IX კლასი;
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
14 მოსწავლე;
სსსმ
არ არის კლასში.
|
სამოდელო
გაკვეთილის
ტიპთან
შესაბამისობა
|
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
|
სასწავლო მიზნები
|
მოსწავლეები შეძლებენ ილია ჭავჭავაძის მოთხრობის ,,სარჩ
ობელაზედ“ პრობლემის
გააზრებას, განზოგადებასა და ავტორის მიზანდასახულობის ამოხსნას ; შეძლებენ პრიორიტეტული
პრობლემის იდენტიფიცირებას, მის ანალიზსა და გადაჭრის ალტერნატიული გზების მოძიებას;
დაუკავშირებენ თანამედროვეობას; შეეცდებიან მიღებული ცოდნის ახალ სიტუაციაში გამოყენებას.
|
ესგ-თან
კონკრეტული
კლასის მისაღწევ
შედეგებთან
შესაბამისობა
|
ქართ.IX.1.მოსწავლე ისმენს და
წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა
თვალსაზრისებს სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
·
პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს
კონკრეტული აუდიტორიის სოციალ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას...
·
იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას...
·
მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული
ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს...
·
ამოიცნობს ზეპირ მოხსენებაში პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ თვალსაზრისსა და არგუმენტებს და აფასებს,
რამდენად დამაჯერებელი და ეფექტურია არგუმენტაცია;
·
ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით
და ეთანხმება/ არ ეთანხმება, ითვალისწინებს/ არ ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა
და ეთიკის ნორმების დაცვით.
ქართ.IX. 5. მოსწავლე იყენებს დისკუსიისა და კამათის სტრატეგიებს.
·
წინასწარ ეცნობა აუდიტორიას, შეადგენს გამოსვლის გეგმას, ქმნის როლურ
ტექსტს, გადის რეპეტიციას, ამოწმებს რეგლამენტს..
·
აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისათვის ადეკვატურად იყენებს ინტერვალს
მეტყველებაში, ხმის დონეებს, სხეულის ენას,...
·
ოპერატიულად რეაგირებს აუდიტორიის
რეაქციაზე, ამყარებს და აზუსტებს საჭირო არგუმენტებს, შეაქვს განმარტებები.
·
ითვალისწინებს დისკუსიისა და
კამათის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტებს და ამზადებს შესაბამის პასუხებს.
·
საპირისპირო არგუმენტების მოსმენისას
ჩაინიშნავს ძირითადსა და მთავარს, რასაც შემდგომში იყენებს კონტრარგუმენტებისათვის.
·
აუდიტორიის დასაინტერესებლად იყენებს სხავადასხვა საშყალებას (ვიზუალური
მასალის გამოყენება, ემოციური წიარსვლები...)
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ტექსტი,პრობლემის გამოკვეთა,განზოგადება,არგუმენტირება და გადაჭრის გზების ძიება.
|
ორგანიზების ფორმები
|
საკლასო; ჯგუფური.
|
მეთოდები
|
გონებრივი იერიში;
Case-Stady მეთოდი ;
მინიდისკუსია.
|
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლა
სო მენეჯმენტი
|
A ფაზა-
აქტივობა 1. კლასის ორგანიზება; (2 წთ)
აქტივობა 2. სლაიდების საშუალებით გაკვეთილის მიზნის გაცნობა;
( 8
წთ)
აქტივობა 3. გონებრივი იერიში
1.
იდეების გენერირება:
რამდენიმე წინადადებით გამოხატონ ნაწარმოებში
,,სარჩობელაზედ’’ წამოჭრილი პრობლემა, რომელიც მუდმივად იძლევა დიალოგის
საშუალებას და აქტუალურია ყველა
ეპოქისათვის;
2.
იდეების გამოხშირვა : გადავხაზავთ იმ პრობლემებს , რომლებიც არ შეესაბამება საგაკვეთილო
მიზანს.
3.
იდეის გამოკვეთა: მაღალი ქულით შევაფასოთ ის პრობლემა, რომელიც
შეესაბამება გაკვეთილის მიზანს და დღეს აქტუალურია.
( 10 წთ)
B ფაზა-
Case-Stady მეთოდი
-პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი, სინთეზი, პრობლემის გადაჭრის განსხვავებული
გზის პოვნა და მისი მართებულობის დასაბუთება;
1. ვყოფ ჯგუფებად ფერადი ბარათების მიხედვით;
2. აირჩევენ
ბარათებს : 1-ლი ჯგუფი: როგორ გახდებიან ,,გზააბნეული მოყვასები’’ საზოგადოების ღირსეული
წევრები?
მე-2 ჯგუფი: რა გზით არის შესაძლებელი საზოგადოების
გულგრილობის დაძლევა?
3. ჯგუფის წევრებს ვავალებ , დაწერონ პერსონაჟებთან
დაკავშირებული პრობლემა;
გაიაზრონ მათი დატვირთვა;
მოძებნონ შესაბამისი ინფორმაცია და არგუმენტები ტექსტიდან;
გამოყონ პრიორიტეტული.
4.
გადაიტანონ ფლიფჩარტებზე სქემის სახით :
პერსონაჟის მხატვრული სახე/როგორ რეაგირებდა
პერსონაჟი(საზოგადოება) წყვეტდა მის წინაშე არსებულ პრობლემას? / ლიტერატურული პარალელები/
თანამედროვე საზოგადოების დამოკიდებულება
და
პრობლემის გადაჭრის გზა.
აქტივობა 5.
ჯგუფების მიერ შესრულებული
სამუშაოს წარმოდგენა. (15
წთ)
აქტივობა 6 . მინიდისკუსია - (
20 წთ)
ჯგუფებს
ვსთხოვ, პრობლემის გადაჭრის ერთმანეთის
მიერ წარმოდგენილ გზებზე გამოთქვან აზრი,გამოხატონ
თავიანთი დამოკიდებულება და დაასაბუთონ.
C ფაზა-
აქტივობა 5 . შეჯამება
: (5 წთ)
მოსწავლეებს ვთხოვ, კედელზე გაკრულ ფლიფჩარტზე ,,დასკვნისათვის“ დაწერონ პრობლემის გადაჭრის გზები.
აქტივობა 6. შეფასება: (4 წთ)
ა) მოსწავლეთა ჯგუფში მუშაობის შეფასება;
ბ) მოსწავლეთა დისკუსიაში
მონაწილეობის
შეფასება;
გ) პრეზენტაციის შეფასება;
დ) მოსწავლეთა
თვითშეფასება
საშინაო დავალება: /1 წთ/
1.
ესე : ,,ერთი უპატრონო ბავშვის გადარჩენა
სამყაროს გადარჩენის ტოლფასია“ (ოთარ ჭილაძე)
2.
შთაბეჭდილება:
როგორ გავაგრძელებდი ილია
ჭავჭავაძის მოთხრობას ,,სარჩობელაზედ’’.
|
სასწავლო
რესურსები
|
სლაიდშოუ, ფლიჩარტები,მარკერები,ფერადი ფურცლები.
|
შეფასება და
თვითშეფასება
|
განმავითარებელი კომენტარი;
მოსწავლეთა
განმსაზღვრელი შეფასება: ჯგუფური
მუშაობის შეფასების რუბრიკა. დისკუსიის შეფასების სქემა.
მოსწავლეთა თვითშეფასება.
|
მასწავლებლის
თვითშეფასება
|
მასწავლებლის თვითშეფასება: ღია დაბოლოებიანი შეკითხვები.
|
შედეგი
|
მოსწავლეები იაზრებენ ნაწარმოების პერსონაჟების ფსიქოლოგიურ პორტრეტებს; აზოგადებენ და ხსნიან
ავტორის ჩანაფიქრს; განუმტკიცდებათ ცოდნის ტრანსფერის, პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნებისა და სწავლის სწავლის უნარ-ჩვევები.
|