გაკვეთილის გეგმა

                                              მე-11 კლასი
სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
1.გაკვეთილის თემა: ალ.ყაზბეგი--- ,,ხევისბერი გოჩა“---ზნეობრივი პასუხისმგებლობა თუ მარადისობის კანონის რღვევა?
2.სწავლების საფეხური: მე-3 საფეხური, მე-11 კლასი
3.მასწავლებლის სახელი და გვარი: ინგა მიქელაძე
4.მოსწავლეთა რაოდენობა:20

5.განსაკუღრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწ. რაოდენობა და პროფილი: 5—
სასწ. პროგრამას წინმსწრები მოსწ.(გამდიდრებული პროგრამა)
6.გაკვეთილის სასწ. მიზნები: მაღალზნეობრივი რირებულებების გამომუშავებასთან ერთად,
წინარე ცოდნის საფუძველზე უვითარდებათ ისეთი უნარები, რომლებიც უკვე შესწავლილი მასალისა და შეძენილი უნარების გარეშე შეუძლებელია!
7.ესგ მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი: მოსწავლეები შეძლებენ შეადარონ, გააანალიზონ სხვადასხვა მწერლის შედარებით რთული და მრავალფეროვანი ლიტერატურული მასალა მათში ასახული თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით;დაახასიათებენ პერსონაჟებს,  განსაზღვრავენ კონფლიქტის არსს, გამოიყენებენ ციტატებს,  იმსჯელებენ ავტორის დამოკიდებულების შესახებ იმ პერიოდის კულტურული ფასეულობების მიმართ.
8.წინასწარი ცოდნა: შესწავლილი აქვთ ,,ხევისბერი გოჩას“ ტექსტი საზეპიროებითურთ.
9.შეფასების საგანი და პროცედურები:  დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით ოპტიმალურია ჯგუფური მუშაობა და შესაბამისად მოსწ. მიერ ზეპირი პრეზენტაცია. მსჯელობა და შეფასებაც იმის მიხედვით განისაზღვრება, რამდენად მწყობრად და არგუმენტირებულად ჩამოაყალიბებს თავის მოსაზრებებს თითოეული ჯგუფი.
10. სასწავლო მასალა და ტეწნიკური რესურსები: 1.ქართული ლიტერატურა--მე-11კლ.--ვ. როდონაია;  2.აკ. ბაქრაძე   ,,სულის ზრდა’’;3.აკ. წერეთელი   ,,გამზრდელი“ , 4.ფინალური სცენა ფილმიდან ,,ხევისბერი გოჩა“.
11.გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი: ჯგუფური მუშაობა,   3 ფაზიანი გაკვეთილი.
12.გაკვ. მსვლელობა და მენეჯმენტი , აქტივობა და დრო :       ა) ფაზა---გონებრივი იერიში
1-ლი ჯგუფი:  ,,ხევისბერი გოჩა“--იდეების გენერირება:
მე-2 ჯგუფი: ,,გამზრდელი“--იდეების გენერირება. (5წთ)


                                             B      ფაზა (27წთ)
I აქტივობა:  1-ლი ჯგუფი: ხევისბერი გოჩას გამამართლებელი არგუმენტების მოძიება:
II. ჯგუფი: ხევისბერის გამამტყუნებელი არგუმენტების მოძიება:
                                               II  აქტივობა
I  ჯგუფი: ონისეს გამამტყუნებელი არგუმენტების მოძიება:
IIჯგუფი:  ონისეს გამამართლებელი არგუმენტების მოძიება;
                                               III აქტივობა
I  ჯგუფი: ძიძიას გამამტყუნებელი არგუმენტების მოძიება;
II.ჯგუფი: ძიძიას გამამარატლებელი არგუმენტების მოძიება
                                          მე-4 აქტივობა
1-ლი ჯგუფი:  იმსჯელეთ ბათუს მხატვრული სახის შესახებ:
მე-2 ჯგუფი: იმსჯელეთ გუგუას ნმხატვრული სახის შესახებ.
                                        C  ფაზა (13წთ)
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს კონსტრუქციულობას, სხვისი აზრის პატივისცემას, მოსმენის კულტურასა და კონსენსუსის შეგეგად დასკვნის გამოტანას.
1.რა ვისწავლეთ: ხევისბერის საქციელი  ზნეობრივი პასუხისმგებლობის პრობლემაა თუ არსებობის მარადისობის რღვევა?
2.როგორ ფიქრობთ, რა  არის ნაწარმოების მთავარი თემა: ბრძოლა თა ვისუფლებისატვის ტუ სიყვარულსა და მოვალეობას შორის კონფლიქტი?
3.რა არის ნაწარმოების მთავარი სათქმელი/
4.რა გვასწავლა ჰაჯი-უსუბმა თვითმკვლელობით?
5.რატომ მკლა ხევისბერმა შვილი? თუ  ეს უკანასკნელი მოთალატე არ არის? და ეს იცის თემმაც და მამამაც?
6.აკ. ბაქრაძე წერს:,,შვილის მოლვლით მამა არსებითად თვითმკვლელობას სჩადის, რამეთუ ანადგურებს საკუთარ მომავალს. მან დაარღვია ბუნების კანონი და გაწყვიტა დროთა კავშირი. ლიტერატურაში ამ პრობლემას ეწოდება ანტიდაბადება და არსებობის მარადისობის რღვევა.“ეთანხმებით ტუ არა ბაქრაძის თვალსაზრისს? რატომ?
13.შეფასება: განმსაზღვრელი, ინდივიდუალური. იხ. პრეზენტ. შეფასების სქემა.

14.. საშ. დავალება: ესე---,,ხევისბერი გოჩას ტრაგედია“.



სამოდელო გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მასწავლებელი: ინგა მიქელაძე                                    რიცხვი -------

1.      გაკვეტილის თემა:    ნ. ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“ (შემაჯამებელი გაკვეთილი). რუსეთთან ერთად და რუსეთის გარეშე?
2.      სწავლების საფეხური:   III , X კლასი.
3.      მოსწავლეთა პროფილი: 24.
4.      აქტუალობა:  ეროვნულ-პატრიოტული აღზრდა, რატომ გამოიხატა საქართველოს              
                რუსეთთან შეერთება მეტაფორით „დაკარგული ედემი?“
5.      მიზნები და შედეგები:     როგორ ვასწავლო მოსწავლეებს პრობლემის დასმა, კვლევისა და ძიების უნარის განვითარება, ადეკვატური დასკვნის გაკეთება; სხვა საგნებთან ინტეგრირება, პარალელების გავლება, დამოუკიდებელი აზროვნების უნარების გამომუშვება.
            მოსწავლეები  შეძლებენ გაარკვიონ ისტორიასთნ კავშირში, რისთვის დასჭირდა                                                      
       ბარათაშვილს „ბედი ქართლისაში“ ანაქრონიზმის გამოყენება, რაში მდგომარეობს                                                    
ავტორის გაორება?
6.      სტანდარტთან შესაბამისობა:   ქართ. X. 1. მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და                                                                                                                            
                                                          სასკოლო დისკუსიებში,         
                                                         X. 2.კამათის დროს მოსწავლე მიმართავს შესაბამის  
                                                                ტაქტიკას და იცავს სამეტყველო ქცევის ეთიკურ 
                                                                 ნორმებს;
                                                         X. 3.4. აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას იყენებს
                                                                   ზეპირი კომუნიკაციის გასაძლიერებელ ხერხებს ,
                                                                    სტრატეგიებს...
                                                         X. 4.
                                                         X. 9. მოსწავლე კითხულობს, აანალიზებს სხვადასხვა
                                                                   ჟანრის მხატვრულ ლიტერატურას.
7.      წინასწარი ცოდნა:   შესწავლილი აქვთ ნ. ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“, გამოკვეთილია 2 პოზიცია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. შესწავლილია ისტორიიდან ერეკლე II-ის მეფობა.
8.      რესურსები:   1) ქართული ლიტერატურა - X კლასი. ნ. ვარაძე
                               2) ნიკოლოზ ბარატაშვილის შემოქმედება
                               3) საქართველოს ისტორია


                        4)ინტერნეტი
9.  გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი:  ჯგუფური მუშაობა A ფაზა (5 წთ)
                                                                                    1) დავალების შემოწმება: გამეორება
                                                                                       ნ. ბარათაშვილის „ფიქრნი მტკვრის პირზედ“
                                                                                        კეტილი მეფისა და მეფე- ტირანის სახეთა
                                                                                        ჩვენება.
                                                                                      2) რატომ იყო ერეკლე „მეფე კეთილი?“
                                                          B ფაზა (27 წთ)
             მოსწავლეები ჯგუფდებიან 2 ნაწილად. მათ მიეცემათ აქტივობები.
აქტივობა I : I პოზიცია - ერეკლე მეფის მომხრეები; (არგუმენტების ამოწერა)
                      II პოზიცია  -  სოლომონ-სოფიოს მომხრეები; (არგუმენტების ამოწერა)
აქტივობა II : I ჯგ. ნ. ბარათშვილის პოზიციის ამსახველი მტკიცებულებების ამოწერა.
                           (ავტორისეული გაორება) -> რატომ ?
                        II ჯგ. მოცემული პრობლემის მიმართ საკუთრი მოსაზრების გამოტქმა     
                                 არგუმენტების საფუძველზე;
აქტივობა III : I ჯგ -- „მიზანი ამართლებს საშუალებას“ -- იყო თუ არა მართებული          
                             ერეკლე II-ის ნაბოჯი და რატომ? (მაგალითები)
                         II ჯგ: (ინტეგრაცია ისტორიულ მოვლენებთან). რა ისტორიული პირობები
                                 უძღვოდა საქართველოს რუსეთთან შეერთებას? (1783.წ  რუსეთ-
                                   საქართველოს გეორგიევსკის ტრაქტატი, მისი პირობების შეცვლა
                                    რუსეთის იმპერიის მიერ; ერეკლეს სიკვდილი, მეფე გორგი XII—
                                    “სუსტი რგოლი“, რუსეთის ინტერესი ამიერკავკასიის ფრონტზე.
                                     რუსეტ-თურქეთის ომების დადებითი და უარყოფითი შედეგები--
                                      „მედლის ორი მხარე“)
                                                              C ფაზა
    მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს კონსტრუქციულობას, სხვისი აზრის პატივისცემას, მოსმენის კულტურას და კონსენსუსის შედეგად დასკვნის გამოტანას.
1)      რა ვისწავლეთ, როგორ?
2)      როგორ გამოიკვეთა ერეკლე II-ის ტრაგიზმი და რაში მდგომარეობდა?
3)      რომ არა რუსეტი, როგორ გადავურჩებოდით მაჰმადიანური ქვეყნების აგრესიას?
4)      მაინც რატომ უწოდა საქართველოს რუსეთთან შეერთების ეპოქას ილიამ
„დაკარგული ედემი“?

   დიფერენცირებული სწავლება:  სპეციალური საჭიროებისა და ჩამორჩენილი მოსწავლეებს
                                                              მასწავლებელი ავალებს კომპიუტერთან ჯდომას, პოვერ
                                                               პოინტში არსებული მასალების ეკრანზე ჩვენებას;
                                                               ბარათების დარიგებას...
საშინაო დავალება:  საქართველო-რუსეთის შეერთების დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩვენება. T სქემა თვითშეფასება, გამოხმაურება: 1) რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით განხორციელებულ შედეგებს? უფრო მეტად რომელი შედეგების მიღწევით ხართ კმაყოფილი?

2) რა გავლენა მოახდინა გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა?

2.1) მოსწავლეების ჩრთულობა და აქტიურობა სწავლაზე?

2.2) მოსწავლეები პროდუქტულ ინტეგრაციაზე?

2.3) რაზე მეტყველებს მოსწავლის ნამუშევრები? რა აითვისეს მათ? უფრო მეტად რომელი    
        უნარების განვითარება ან გავარჯიშება იკვეთება?

2.4) თქვენ რა გამოგივიდათ ყველაზე უკეთ? რა სტრატეგიებით გამოიწვიეთ მოსწავლე
         გაკვეთილის პროცესში? რა სტრატეგიები გამოიყენეთ ცოდნის კონსტრუირებისა და
          რეფლექსია-გამთლიანების ფაზებში.


2.5) როგორ შეიცვალა გაკვეთლის სამოქმედო გეგმა მასწავლებლის პროცესში? რატომ?
  

2.6)  ამავე გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში, რას შეცვლიდით? როგორ
         როგორ გააუმჯობესებდით საკლასო გარემოს, სასწავლო აქტივობებს,
         სტარატეგიებს/მეთოდებს, ინსტრუქციებს, მოსწავლეთა დაჯგუფებას, სასწავლო
         რესურსებს, მოსწავლის თვითშეფასებას?

     



  შეფასების საგანი და პროცედურები:       იხ: 1) საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა #14
                                                                                   2) პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა #3
                                                                                   3) დისკუსიის შედეგების რუბრიკა
                                                                                   4) ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა #13       







ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ისტორიაში
1.გაკვეთილის თემა : ,,თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯით ნელით,
                                       შემოდიოდა სიკვდილი ცელით“...
(ქართველი სოციალ-დემოკრატია და ავბედითი 1921 წელი...)
2. სწავლების საფეხური  და კლასი: მე-2 საფეხური, IX კლასი
3.ინტეგრირებული საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა; მსოფლიო ისტორია.
                                    მასწავლებელი: ინგა მიქელაძე
4.მოსწავლეთა  რაოდენობა: 12
5.განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და  პროფილი:
1----- ჰიპერაქტიური.
6.გაკვეთილის მიზნები: სოციალური უნარების (პასუხისმგებლობის აღება, თანამშრომლობა)
(საგნების მიხედვით)     საკომუნიკაციო, სააზროვნო და კვლევის  უნარების განვითარება.
გაკვეთილზე მოსწავლეები ახსნიან კოლაუ ნადირაძის  ლექსის ,,1921 წელი ,25 თებერვალი“
მთავარ სათქმელს; გაანალიზებენ , თუ რატომ იყო ეს ლექსი ტაბუდადებული  გასული საუკუნის 80-იან წლებში, რატომ აიკრძალა  ანთოლოგიის: ,,პოეტის  ათასი სტრიქონი“ --
II  და  III    ტომების გამოცემა.
 ახსნიან, თუ რა ისტორიული პირობები უძროდა წინ ამ ისტორიულ მოვლენას, შეაფასებენ  მენშევიკური და ბოლშევიკური მთავრობების საქმიანობას  საქართველოში; გააანალიზებენ,
რამდენად იყვნენ ისინი სამშობლოს პატრიოტები თუ მოღალატეები, გამოიკვლევენ მათი საქმიანობის ,,მედლის ორივე მხარეს“. გააკეთებენ დასკვნას  ქართველი სოციალ- დემოკრატიის  როლზე  სუვერენული სახელმწიფოს (1918წ. 26 მაისი---1921წ. 25 .02)      დამხობის პროცესში. ისაუბრებენ გასაბჭოების შემდეგ გამეფებულ ანარქიაზე. პარალელს გაავლებენ კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდ იოსებთან“.  
7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი

/ინდიკატორები:                           
1.ქართული ენა და ლიტერატურა.  კითხვა. ქართ.IX .6.მოსწავლე კითხულობს  ტექსტებს, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა თვალსაზრისს პრობლემურ ან სადავო საკითხებზე...
2.გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში წარმოდგენილ სხვადასხვა  თვალსაზრისზე; 3. აფასებს მხ. ნაწარმ. წარმოდგენილ კონფლიქტს/პრობლემას, ასევე ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის ხედვას და პოზიციას ეპოქის ისტორიული, კულტურული და ლიტერატურული ტრადიციების გათვალისწინებით.   4. კითხულობს ელექტრონულ ტექსტებს, აფასებს წარმოდგენილ არგუმენტებსა და გამოთქმულ თვალსაზრისებს; 5. განსხვავებულ თვალსაზრისებს განიხილავს განსხვავებული პოზიციიდან;  6.უკავშირებს სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ფილმებს.
ზეპირმეტყველება: ქართ.IX,1.
1.მოსწ. ითვალისწ.აუდიტორიის  სოციალ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას...
3.იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას; 3. იყენებს  ციტატებს...4.ისმენს სხვების მოსაზრებებს...იცავს ეთიკის ნორმებს.
წერა:  ქართ. IX. 9. მოსწ. წერილ. გადმოსც. საკ. თვალსაზრისს სადავო ან პრობლ. საკითხ. 1. წერს თხზულებას...5.მისთვის სასურველი ფორმით (მოთხრობა,, ნოველა,ესე,ჩანახატი, ლექსი) გადმოსცემს ტექსტში ასახულ  პრობლემებს...
2.ისტორია (საქართველოს ისტორია)
მიმართულება: სახელმწიფოს მმართველობა და პოლიტიკა.
ისტ.     IX 3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო  მმართველობითი სრტუქტურები.
2.ახასიათებს საქართველოში სახ. მმართვ. სტრუქტურებში განხორციელებულ  რეფორმებს.
ისტ.IX. მოსწ. შეუძლია  გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა წართ. სახელმწ. წარმოშობასა და  განვითარებაზე.
1.            ცხრილის საშუალებით გამოყოფს  საგარეო და საშინაო ფაქტორებს, რომლებიც ქართული სახელმწიფოს წარმოქმნის მიზეზი  გახდა.
2.            აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის  შიდა კონფლიქტზე.                                                                                      8.თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო)
ინტეგრირებული გაკვეთილი დაიგეგმა მეთოდიკის ერთ-ერთი ეფექტური ხერხის-- დისკუსიის საშუალებით. ფორმა---,,სიმპოზიუმი“. მასწავლებელი აუდიტორიას წარუდგენს გაკვეთილი8ს მიზანს, ხსნის ზოგადად, რომ გაკვეთილი ეძღვნება დამოუკიდებელი საქართველოს  რესპუბლიკის (1918 წ. 26 მაისი) დაარსებიდან 98-ე წლისთავს. ჯგუფების მუშაობა ნათელს მოჰფენს, თუ რა კონკრეტულმა ისტ. პროცესებმა, პატრიოტულმა ძალამ იმოქმედა სუვერენიტეტის მოპოვებაში. კოლაუ ნადირაძის ლექსი ,,1921 წელი, 25 თებერვალი“  და ისტორიული რეალობა ნათელს მოჰფენს საბჭოთა რუსეთის მიერ ქვეყნის ანექსიას.
1-ლი აქტივობა: 1. ლექსის ,,1921 წ. 25 თებერვალი“-- ბედი;  (5წთ)
          2.მოც. ლექსის  ანალიზი ასოსიაციაციური სქემის საშუალებით.
3. ქვეყნის ბედი.
მე-2 აქტივობა:  ,,სიმპოზიუმში“ მონაწილე   1-ლი ჯგუფი ისაუბრებს თემაზე: ,,ნოე ჟორდანია----სამშობლოს პატრიოტი თუ მოღალატე?“( შეეცდებიან     დაიცვან). უპასუხებენ კლასის შეკითხვებს. (დრო-10 წთ-)
მე-3 აქტივობა: მე-2 ჯგუფი--,,რეალისტები“ სარწმუნო ისტ. წყაროების საფუძველზე, არგუმენტირებული მსჯელობის საშუალებით ისაუბრებენ  1921წ.  თებერვლის მოვლენების შედეგზე; კომუნისტების-----სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის, იოსებ სტალინის მიერ ისტ. სოჭის, ლორეს,  ზაქათალას, ართვინის, არტაანის  ოკრუგების გასხვისებაზე.( 10წთ)
მე-4 აქტივობა:  მე-3 ჯგუფი--,,კრიტიკოსები“ გამოააშკარავებენ ქართველი სოციალ- დემოკრატიის  საქმიანობას.  (10წთ)
აჩვენებენ სათანადო ვიდეო მასალას, კომპეტენტურ პირებთან   ჩაწერილ ინტერვიუს. ბოლოს წარმოადგენენ პოსტს დაკარგული ტერიტორიების შესახებ.( 10წთ).
9.შეფასება: იხ. პრეზენტაციისა და ჯგუფში ეფექტური ჩართულობის ჩეკლისტები.
10.საკლაიო მენეჯმენტი--საგანმანათლებლო რესურსები.                                                1. ისტ-ის გამოყენება----კომპიუტერი-1 ცალი; პროექტორი.
2. სახელმძღვანელო:1.ნოდარ ასათიანი----სქართველოს ისტორია----მე-9 კლ. სახელ-ლო;
2.ნ. ბერძენიშვილი---საქართველოს ისტორია;
3.ნ. კიღურაძე-----საქართველოს ისტორია;
4.ფ,-. ლომაშვილი---საქართველოს ისტორია;
5. ანთოლოგია---,,პოეტის ათასი სტრიქონი“---გამომც. ,,მერანი“; 1985წ.
6.ვ. როდონაია--მშობლიური ლიტერატურა--მე-9 კლ. სახელ-ლო;
7.ვებ. გვერდი--საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა.              

No comments:

Post a Comment

პრაქტიკული კვლევა

                                                                პრაქტიკული კვლევა როგორ ეხმარება მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობა მხატვრ...