სასწავლო პროექტის
გეგმის შაბლონი
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი
და გვარიი
|
ინგა
მიქელაძე
|
|
რაიონი
|
ქობულეთის
მუნიციპალიტეტი
|
|
სკოლა
|
სოფ.
ხუცუბნის საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
||
თემის მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
,,ვეფხისტყაოსნის”პროლოგში
გაცხადებული დიდი სიყვარული--მითი თუ რეალობა?
|
||
თემის შინაარსი
|
||
დასმული
პროლემის
უკეთ გასაგებად იკვლევენ ,,ვეფხისტყაოსნის” ისტორიულ ფონს. ნაწარმოებისს პერიფრაზირების,
სრულყოფილად შესწავლის შემდეგ პოემაში გამოყენებულ სიყვარულის თემას თანამედროვე
ცხოვრებასთან აკავშირებენ. აანალიზებენ ავტორის ხედვის კუთხეს და ცდილობენ ნათელი
მოჰფინონ ისეთ საკითხს, როგორიცაა ღირსეული სიყვარულისა და ნამდვილი შეყვარებულის
სახის ჩვენება. აკავშირებენ ნაწარმოებს ისტორიულ
კონტექსტთან და თანამედროვეობასთან. მოსწავლეები გუნდებად მუშაობენ, შერჩეულ საკითხთან
დაკავშირებით ქმნიან მიზნობრივ
გეგმასა და პროდუქტს.
|
||
საგანი
|
||
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
||
დონე/კლასი
|
||
III
საფეხური IX კლასი
|
||
განხორციელების
დროის ჩარჩო
|
||
1 თვე
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი
სტანდარტები და ინდიკატორები
მიმართულება:
კითხვა.
|
||
ქართ.X.8.მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა
ჟანრის მხატვტულ ნაწარმოებს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.
.საუბრობს იმის სესახებ, თურაზე დააფიქრა
ნაწარმოებმა;
.აკრიტიკებს ან იზიარებს ნაწარმოების
პერსონაჟის ან ავტორის შეხედულებებს (მოჰყავს ციტატები ტექსტიდან საკუთარი აზრის ნათელსაყოფად).
.მსჯელობს პრობლემაზე, რომელიც დაინახა
ნაწარმოებში.
.განმარტავს, რატომ ისიამოვნა/ვერ
ისიამოვნა ნაწარმოების კითხვით;
საუბრობს იმის სესახებ, რამდენად შეესაბამება/არ
სეესაბამებაის, რაც ნაწარმოებშია ასახული, მის პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას ან
შეხედულებებს.
ქართ.X.9 (6.8) მოსწავლე კითხულობს
, აანალიზებს სხვადასხვა ჯანრის მხატვრულ ნაწარმოებს.
.განსაზღვრავს ავტორის , პერსონაჟის
ხედვის კუთხეს…
.აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ
კონტექსტთან და თანამედროვეობასთან.
მიმართულება: ზეპირმეტყველება.
.ქართ.x 1.მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
.დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ
ან ჯგუსის საერტო პოზიციას;
.მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
.მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს
ადეკვატური დასკვნა;
.იყენებს ფაწტებს და ციტატებს სხვადსხვა
წყაროდან საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად.
.საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული
თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე
მსჟელობას.დამაჯერებლად იცავს საკუთარ მოსაზრებას , მაგრამ არ ცდილობს დისკუსიაში
დომინანტური პოზიციის დაკავებას;
.სათანადო წესისა და ეტიკეტის დავვით
უზრვება მინი-დისკუსიას.
ქართ.x.4.მოსწავლე აანალიზებს და აფასებს
ტანაკლასელთა ზეპირ მოხსენებებს.
.მსჯელობს იმის შესახებ, თუ რამდენად
ეფექტური იყო მოხსენების შესავალი...ძირითადი.
....დასკვნითი ნაწილი
ქართ.x.5. (4.5) მოსწავლე ამოიცნობს
და შესაბამისად იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს.
.ამზადებს ტექსტს და ვიზუალურ მასალას
აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე, გადის რეპეტიციას;
.აანალიზებს ფაქტორებს, რამაც ხელი
შეუწყო წარმატებას ან პირიქით ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს
ხარვეზების გამოსწორების გეგმას.
|
||
პროექტის
სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
||
.გააცნობიერონ მიჯნურობის რუსთაველისეული
გაგება. როგორია ღვთაებრივი სიყვარული და რა არის ამქვეყნიური ტრფობა. რატომ უნდა გაიმიჯნოს
იგი სიძვისაგან. რა მოეთხოვება მიჯნურს, როგორია იდეალური შეყვარებულის სახე.
. ისაუბრონ ,,ვეფხისტყაოსნის “ ეპოქაზე,
რაინდულ სიყვარულზე;
.ისაუბრონ ,,ვეფხისტყაოსნის’ ავტორზე,
მეფე თამარსა და დემნა ბატონიშვილზე;
.გააანალიზონ პროლოგში გამოხატული თემები იმ საკითხის განსასაზღვრად,
რომელიც დღესაც აქტუალურია;
.ჩაატარონ კვლევა საზოგადოებისათვის
საჭირბოროტო საკითხებზე და შეაგროვონ, შეაფასონ და გააერთიანონ სხვადასხვა წყაროდან აღებული მონაცემები, რათა თავიანთი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მიზნის და აუდიტორიის შესაბამისად
გადმოსცენ.
.გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული
და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად. შემდეგ კი მიღებული
ცოდნის აუდიტორიაზე გადასაცემად.
.
|
||
ზოგადი
კითხვა
|
როგორ გვეხმარება ლიტერატურა საკუთარი
თავის უკეთ შეცნობაში?
|
|
თემატური
კითხვები
|
მართავს
თუ არა სიყვარული ადამიანთა ცხოვრებას?
როგორ
მოძღვრავს რუსთაველი 21-ე საუკუნის აუდიტორიას?
რითი
ჰგავს ერთმანეთს პლატონური და ქრისტიანული სიყვარული?
რას
ნიშნავს ღირსეული სიყვარული?
|
|
შინაარსობრივი
კითხვები
|
რატომ
უნდა იყოს, რუსთაველის აზრით, პოეზიის თემა სიყვარული?
როგორ
ახასიათებს ავტორი ,,პირველ მიჯნურობას”?
რატომ
არის ამქვეყნიური ტრფობა ღვთაებრივი სიყვარულის გამოვლინება??
რის
შესახებ აფრთხილებს ავტორი მკითხველს სიტყვებით:,,გესმათ ჩემი ნაუბარი”?
რა
არის ნამდვილი მიჯნურის თვისება?
როგორ
წარმოუდგენია რუსთაველს იდეალური მიჯნურის სახე?
,,ვეფხისტყაოსნის”
პროლოგიდან რომელი თემა ან პრობლემაა დღესაც აქტუალური?
|
|
შეფასების
გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||
შეფასების
დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების
ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||
პროექტის
განმავლობაში გამოიყენეთ გამოკითხვა მოსწავლეების მიერ სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი
კითხვებისა და ,, ვეფხისტყაოსნის”პროლოგთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი კითხვების
შესამოწმებლად. განსაზღვრეთ მოსწავლეების საბაზისო ცოდნა და დაეხმარეთ მათ რა იციან
პროლოგის შესახებ. ამისთვის გამოიყენეთ ასოციაციური სქემა და ვენის დიაგრამა. პერიოდულად
განიხილეთ პასუხები კითხვის ასპექტის დავალებაზე, რათა შეაფასოთ პროლოგის გააზრების ხარისხი და შესაბამისად წარმართოთ
სწავლების პროცესი.
მოსწავლეებს
სთხოვეთ გამოიყენონ სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვის და
გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება. გეგმა შეგიძლიათ გამოიყენოთ მათი ნამუშევრის
საბოლოო შეფასებისთვისაც. პრეზენტაციის მონზადებისას მოსწავლეებმა, ასევე, უნდა გამოიყენონ
პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი. საბოლოო პრეზენტაციების დასრულებამდე გამართეთ
მასწავლებლისა და თანაკლასელთა კონფერენციები უკუკავშირის გაზიარებისათვის. მოსწავლეებს
სთხოვეთ თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა გამოიყენონ თანაკლასელების შეფასების დასაფიქსირებლად.
ეს მათ პროექტის დახვეწაში დაეხმარება.
საბოლოო
პროექტის შესაფასებლად გამოიყენეთ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი და შესწორებები
შეიტანეთ ჯგუფებისათვის დაწერილ ქულებში
ინდივიდუალური მუშაობის მიხედვით. შეაფასეთ მოსწავლეთა მონაწილეობა საბოლოო დისკუსიაში
მთავარ კითხვაზე: როგორ გვეხმარება ლიტერატურა
ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?
|
||||||||||||||||||||||||||
საბაზისო უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||
იციან
,,ვეფხისტყაოსნის” ტექსტი, ინტერნეტში მუშძაობის უნარ-ჩვევები.
|
||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||
გამართეთ
დისკუსია იმის შესახებ, თუ რატომ არის სიყვარული მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში?
როგორ ნათელყოფს ,,ვეფხისტყაოსნის” პროლოგი ღირსეულ სიყვარულს? მასში გაცხადებული სიყვარული მითია თუ რეალობა?
მიმდინარე პროექტი როგორ დაეხმარება მათ
პასუხი გასცენ მთავარ კითხვას: როგორ გვეხმარება ლიტერატურა საკუთარი თავის შეცნობაში?
მოსწავლეებს
წაკითხული , გაპერიფრაზებული უნდა ჰქონდეთ ,,ვეფხისტყაოსნის” ტექსტი, ჩატარებული
--დიაგნოსტიკური ტესტირება, დროდადრო წერდნენ ესეს, მუშაობდნენ მხატვრულ სახეებზე,
იცოდნენ კულტურულ-ისტორიული კონტექსტი, ცალკეული ეპიზოდების მთავარი სათქმელი, საზეპირო
ადგილები…
შეამოწმეთ
რამდენად ღრმად გაიაზრეს მოსწავლეებმა პროლოგი, ამ ისათვის მათ მიეცით საკლასო
დავალებად: რა მასწავლა ,,ვეფხისტყაოსნის”
პროლოგმა? თხზულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს მთავარი კითხვა: როგორ გვეხმარება
ლიტერატურა საკუთარი თავის შეცნობაში?.
საბოლოო
პროექტის მოსამზადებლად ჩაატარეთ გონებრივი
იერიში ,,ვეფხისტყაოსანში”არსებული პრობლემების
შესახებ, რომელიც დღესაც აქტუალურია. გამოიყენეთ ვიზუალური რანგირების მეთოდი, გადახაზონ
ის პრობლემები, რომლებიც არ შეესაბამება პროექტის მიზანს.
იმუშავეთ
მთელ კლასთან ერთად ან ჯგუფებთან, სთხოვეთ მოიფიქრონ , რა განსხვავებაა კლასიკურ
და თანამედროვე ლიტერატურას შორის. გამართეთ დისკუსია, რატომ კითხულობენ კლასიკას.
განიხილეთ, რა გავლენა აქვს რუსთაველს ჩვენს თანამედროვეობაზე.
დაწვრილებით განიხილეთ საბოლოო პროექტი, რომელშიც
მოსწავლეებმა თანამედროვე ვხოვრებაში უნდა გადმოიტანონ არსებული თემები.აუხსენით,
რომ კვლევის შედეგები და პრობლემის გადაჭრის გზები აუდიტორიას უნდა წარუდგინონ. უნდა
შექმნან პროდუქტი: პრეზენტაცია, სლაიდშოუ,ბროშურა, საინფორმაციო ბიულეტენი…
.მოსწავლეები
იკვლევენ მასალებს თინეიჯერთა სიყვარულის შესახებ; რითი ჰგავს/არ ჰგავს ახალგაზრდების
სიყვარული ,,ვეფხისტყაოსანში” აღწერილს?
.მოსწავლეები
იკვლევენ ინრენეტსაიტებს, წერენ ინტერვიუს თინეიჯერებთან , უფროს თაობასთან, კითხულობენ
წიგნებს, რათა გაეცნონ , როგორ ესმით ღირსეული
სიყვარული.
მოსწავლეები
იკვლევენ ინტერნეტ საიტებს და გამოკითხვებიდან გამომდინარე წერენ, თუ როგორია ღირსეული სიყვარული
და ნამდვილი შეყვარებულის სახე.
დაყავით
მოსწავლეები ჯგუფებად და სთხოვეთ მათ ჩაატარონ გონებრივი იერიში პროექტის საკითხების,
ფორმატისა და აუდიტორიის შესახებ . სთხოვეთ მოსწავლეებს შექმნან მოწმედების გეგმა.
შეიძლება განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს სამოქმედო გეგმის შაბლონი
სამუშაოს ორგანიზებაში დაეხმაროს.
კვლევის
ეტაპზე მსწავლეებს სთხოვეთ თვალი მიადევნონ რესურსებს და განსაზღვრონ მოქმედების
კურსი. პროექტის დასაწყისში დაარიგეთ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი, რათა
მოსწავლეებმა შეძლონ თვითშეფასება თავიანთი მოსაზრებისა და შესაბამისი პროდუქტების
წარდგენის შემდეგ.
პერიოდულად
შეხვდით თითოეულ ჯგუფს და განიხილეთ მათი სამოქმედო გეგმა, შეიმუშავეთ საბილოო.
სთხოვეთ
ჯგუფებს, მათ შეხვდნენ ერთმანთს უკუკავშირის მისაღებად. გამოიყენონ თანაკლასელთა
უკუკავშირის ფორმა.
მას
შემდეგ, რაც ყველა გუნდი წარსდგება აუდიტორიის წინაშე, გამართეთ საკლასო სხდომა,
რომელსაც მშობლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. განიხილეთ მოსწავლეთა
მიერ მიღებული გამოცდილება, მათი პრეზენტაციები
და აღნიშნეთ, როგორ მიიღებს აუდიტორია წარმოდგენილ მოსაზრებებს. დისკუსია დაასრულეთ
მოსწავლეთა ნააზრევის შეჯამებით ძირითადი შეკითხვის შესახებ: რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის”
პროლოგში გაცხადებული სიყვარული---მითი თუ რეალობა?
|
||||||||||||||||||||||||||
დიფერენცირებული
სწავლება
|
||
სპეციალური
საჭიროებები
|
სთხოვეთ
წაიკითხონ სენტენციები ,,ვეფხისტყაოსნიდან” სიყვარულზე.
დაურიგეთ
ბროშურის შაბლონი.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები
(მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
არ არის.
|
|
მაღალი აკადემიური
მოსწრების მოსწავლეები
|
აღწერეთ სასწავლო
გეგმის გაცნობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი სწავლა; ასევე, მოსწავლეთა
ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული დავალებები, სიღრმისეული
კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები. ჩამოთვალეთ
კონკრეტული რესურსები, რომელსაც მოდულში გამოიყენებთ.
სთხოვეთ
ინტერნეტიდან შეისწავლონ ,,ვეფხისტყაოსნის” ეპოქა,, ვინ იყო ავტორი, თამარზე გამიჯნურებული
რუსთაველის ვერსიები, დემნა ბატონიშვილზე; რას ნიშნავს პლატონური, ფროიდული, რაინდული,
ქრისტიანული სიყვარული და როგორ უკავშირდება რუსთაველის,, ღვთაებრივ”’ და ,,ამქვეყნიურ” სიყვარულს. დაძებნონ ცნობილ ადამიანთა
სენტენციები.
|
|
სასწავლო
თემისთვის საჭირო მასალები
|
||
ტექნოლოგია
– ტექნიკა
(მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური
უზრუნველყოფა)
|
||
|
# კომპიუტერი
(ები)
# ციფრული
კამერა
# ინტერნეტკავშირი
|
# საბეჭდი
მანქანა/პრინტერი
# პროექტორი
|
# ვიდეოკამერა
|
# ელფოსტის
პროგრამა
# ენციკლოპედია
კომპაქტდისკზე
|
# ფოტო/სურათების
დამუშავება
# ინტერნეტძიება
|
# ვებგვერდის
შექმნა
# ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი
მასალები
|
სახელმძღვანელოები,
სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობები, ლაბორატორიის სახელმძღვანელოები, ბიბლიოგრაფიული
მასალები და ა.შ.
შოთა რუსთაველი--,,ვეფხისტყაოსანი”,
თამაზ ვასაძე--ქართული ლიტერატურა;
ვახტანგ როდონაია--,,ქართული ენა და
ლიტერატურა”--მე-10 კლ.სახელმძღვანელო;
გოდერძი ჩოხელი--,,ცხრა შეკიღხვა სიყვარულის
შესახებ”
|
ინვენტარი/მასალები
|
ძირითადი
მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის
კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც
ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
|
ინტერნეტრესურსები
|
ვებმისამართები (URLs), რომლებიც ხელს უწყობს თემის მიზნების მიღწევას.
|
სხვა რესურსები
|
საველე ვიზიტები,
ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი
თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.
|
მე-10 კლასი
1.
თემა: აბო----თბილისის მფარველი წმინდანი თუ თავისი
ხ\ალხის მოღალატე?
2.
იდეა:
საზოგადოების გაცნობიერება, თუ რამდენად არის აბო თბილისის წმინდანი და მეორე მხრივ, არის ტუ არა ის არაბი ხალხისათვის მოღალატე?
3.
აქტუალობა:
უღრმავდებათ ცოდნა ქართულსა და ისტოროაში, იყენებენ ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ საშუალებებს;
უვითარდებათ კვლევის უნარები. კერძოდ, ინფორმაციის მოძიების, კვლევის, დახარისხების,
პროექტძე მუშაობის უნარი.
4.
პროექტის
მიზანი: გამოარკვიონ აბოს დადებითი თვისებები, დაამტკიცონ არის თუ არა ის სარკინოზღარვის
მოღალატე?
5.
ასკი:
მე-10 კლასი
6.
ვადები:1 თვე
7.
მქსალოდნელი შედეგი: გათვითცნობიერებული საზოგადოება:
8.
რესურსები:ვ. როდონაია--მე-10 კლ. სახელმძღვანელო; ნ.
წულეისკირი--’’ღვაწლი და წამება აბოისი და იოვანესი”; ინტერნეტი; საქართველოს ისტორია;
ბაგრატიონრა გენეალოგიური ხე; ბიბლია...
9.
პროექტის მსვლელობა:ძირითადი აქტივობები: ისტორიული
კონსტექტის გათვალისწინება’ საჭირო ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, ამოწერა { 1
კვირა. 2.,,აბოს წამებისა ” და ნ. წულეისკირის მოთხრობის მთავატი სათქმელის ამოცნობა.
რა არის ჟანრის კანონი , რა იყო ნაწარმოების
დაწერის მიზანი?{1-2 დღე} 3.
ინტერნეტიდან მასალების, ფოტოს, გალობის მოძიება აბოზე,ხატები,ფრესკები{1-2 დღე}
მოსახლეობაში
მუშაობა [გამოკითხვები, ინტერვიუ,}, მუფთან და მეუფესთან ვიზიტი {1 კვირა} ინფორმაციის
დახარისხება, თემის დაწერა, დამუშავება {1კვირა}
10. საგებთან\
საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ გეგმასთან კავშირი:1.
კავშირი ისტორიასთან, პარალელები ბიბლიასთან,
3. სტანდარტღან: განსაზღვრავს თენას, იდეას, აყალიბებს პოზიციებს,წერს ესეს,
რომეკშიც პირად ან ლიტ. გამოცდილებებზე დაყრდნობით მსჯელობს მოც. თემის პრობლემატიკის
შესახებ {ამტკიცებს, უარყოფს, ფამოთქვამს
ვარაუდს,ადარებს,ავლებს პარალელებს}
11. პროექტის ხელმძღვანელი:ინგა
მიქელაძე.
13. პროექტის
ვებ. გვერდი: ლემილი---mikeladZeinga
14. შეფესების სქემა : იხილეთ
ჯგუფში მუშაობის რუბრიკა
მე-10 კლასი
1.თემა: ,,სიძვის
დიაცი“ თუ ,,ტრფობა წამებული?“ (გიორგი მერჩ ულეს ,,გრიგოლ ხანძ
თელის ცხოვრებიდან’)
2.იდეა:
საზოგადოების გათვითცნობიერება აშოტ ბაგრატიონის რომანულ ეპიზოდზე ჰაგიოგრაფი მწერლის--გიორგი მერჩულეს გადასახედიდან;აშოტ მეფის სიყვარულის მერჩულისეული შეხედულების შეპირისპირება
ვასილ ბარნოვის ,,ტრფობა წამებულთან“.
3.აქტუალობა:
უღრმავდებათ ცოდნა არა მხოლოდ გიორგი მერჩულის ჰაგიოგრაფიულ
ნაწარმოებზე, არამედ ეცნობიან ბაგრატიონების--ქართველ
მეფეთა სამეფო დინასტიის ფუძემდებლის-- აშოტ ბაგრატიონის პირად ცხოვრებას . ეცნობიან მის რომანულ ეპიზოდებს.
პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავებაში. გაირკვევა,
არის თუ არა სწორი კანონიერი, ჯვარდაწერილი მეუღლის გვერდით არსებობდეს ახალი ნამდვილი სიყვარული და
ამავე დროს იგი ითვლებოდეს სიძვად? რას
ნიშნავს ქრისტიანული მორალი? მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებელ აზროვნებას
.
4.მიზანი: მოსწავლეები
შეძლებენ ჰაგიოგრაფი მწერლის ხედვის შეპირისპირებას ვასილ ბარნოვის ,,ტრფობა წამებულის’’
მთავარ აზრთან. ისინი შეძლებენ ორი მწერლის მოსაზრების შედარება-შეპირისპირების საფუძველზე
საერთო დასკვნის გამოტანას . მათ უვითარდებათ დისკუსიაში მონაწილეობის, დამოუკიდებელი,
არგუმენტირებული მსჯელობის, საკომუნიკაციო, კვლევის უნარ-ჩვევები.
5.შედეგი:
გათვითცნობიერებული საზოგადოება,
თუ როგორი სიყვარულია სრულყოფილი---პლატონური თუ ფროიდული? რას ნიშნავს კურტუაზიული
სიყვარული? რატომ უწოდა აშოტ კურაპალატისა და შუქიას უიღბლო სიყვარულს ბარნოვმა ,,ტრფობა
წამებული?’’ რამდენად არის მათი სიყვარულის მერჩულისეული ფორმულირება--,,სიძვის დიაცი“--მართებული?
დებატები გამოარკვევს,რომელ მხარეს გაამართლებს აუდიტორია? შეძლებენ მიაღწიონ კონსენსუსს,
გაითვალისწინებენ მოსახლეობის გამოკითხვას
...
6.ასაკი: მე-10 კლასი
7.ვადები/ხანგრძლივობა:
1თვე
8.რესურსები: 1.გიორგი მერჩულე--,,გრიგოლ
ხანძთელის ცხოვრება“--სასკ. სახელ-ლო;
2.ბასილ
ბარნოვი--,,ტრფობა-წამებული“; ,,მერანი“.თბ. 1986.
3.პლატონი---ბერძ.
ფილოსოფოსი. ინტერნეტმასალა.(ისტი-ის გამოყ.)
4.ზიგმუნდ
ფროიდი--ექიმი-ფსიქოლოგი. ინტერნეტმასალა.
5.ნ.
ვასაძე--მე-12 კლ. სახელ-ლო; დიოგენე,2008.
ა)დაგეგმვა: უნდა გაეცნონ მერჩულესა და ბარნოვთან გამოთქმულ აზრთა
სხვადასხვაობას აშოტისა და შუქიას სიყვარულზე.ჟურნალისტური გამოკითხვები და დებატები
გამოარკვევენ, როდის არის სიყვარული სრულყოფილი?
ბ)მომზადება: ინტერნეტით, მხატვრული და ისტორიული წყაროების გამოყენებით მოიძიონ ინფორმაცია
დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით, მომზადდეს ვიდეოკამერა, ციფრული, მიკროფონი...
გ)წარდგენა:1-ლი ჯგუფი აგროვებს არგუმენტაციას გრ. ხანძთელის თვალსაზრისის
გასამართლებლად; მე-2 ჯგუფმა უნდა შეაგროვოს ინფორმაცია ბარნოვის შეხედულების გასამართლებლად.უნდა
შედგეს კითხვარები,იმუშაონ რეპორტაჟების ჩასაწერად. ბოლოს ერთად მუშაობენ პოვერ-პოინტში,რომ
ისტ-ი გამოიყენონ პრეზენტაციის გასაკეთებლად.
დ)შეფასება: იხ.
კრიტერიუმები საუკეთესო ჩართულობისა და პრეზენტაციისათვის.
9.პროექტის მსვლელობა:1-ლი
ჯგუფი აგროვებს ინფორმაციას გრ. ხანძთელის ფრაზის--,,სიძვის დიაცისა“ და აშოტის სიყვარულის
გასამტყუნებლად. (1 კვირა)
მე-2 ჯგუფი აგროვებს ინფორმაციას ვ. ბარნოვის ფრაზის--,,ტრფობა-წამებულის“
გასამარათლებლად და ფროიდისტული სიყვარულის დამცველად.(1კვირა)
მე-3 ჯგუფი აგროვებს ინფორმაციას პლატონურ სიყვარულზე
(5 დღე)
მე-4 ჯგუფი აგროვებს ინფორმაციას რაინდულ სიყვარულზე.
(1კვირა)
10.საგნებთან
კავშირი: 1.კავშირი
ისტორიასთან;
2.
კავშირი მხატვრულ ლიტერატურასთან;
3.
სტანდარტთან: მოსწავლე იუენებს ზეპირი კომუნიკაციის საშუალებებს, სტრატეგიებს ზეპირი
გამოსვლის მომზადების დროს: ადარებს ერთმანეთს, აფასებს მოც. მიზნის, სანდოობის თვალსაზრისით...
11.პროექტის ხელმძღვანელი:
მასწავლებელი ინგა მიქელაძე.
13.პროექტის ბებ.
გვერდი:mikeladzeinga.blogspot.com.
,,მარტოსულობის
ორდენის კავალერი" და ეკატერინე ჭავჭავაძე
მე-11
კლასი
1.მასწავლებელი დაფაზე წერს რამდენიმე თემის სათაურს:
ა)ქართველი რომანტიკოსები;
ბ)ალ. ჭავჭავაძის სალონი--მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან
,,არსენა მარაბდელი’’;
გ),,მარტოსულობის ორდენის კავალერი’’ და ეკატერინე ჭავჭავაძე
მოსწავლეებმა აირჩიეს მე-3 თემა, რადგან შეისწავლეს
ბარათაშვილის შემოქმედება,როგორც საპროგრამო,
ისე არასაპროგრამო ლექსები და დაინტერესდნენ ლირიკული პერსონაჟის ტრაგიზმით.
2. იდეა: საზოგადოების გათვითცნობიერება
ნ. ბარათაშვილისა და ეკატერინე ჭავჭავაძის უცნობი ისტორიებით. რატომ წერდა პოეტი
,,სად განისვენოს სულმა’’, ,,რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?’’, რატომ დაწერა ,,რად
ჰყვედრი კაცსა...’’
3.აქტუალობა: უღრმავდებათ ცოდნა
არა მხოლოდ ნ. ბარათაშვილსა და ეკატერინე ჭავჭავაძეზე, არამედ ეცნობიან ალ. ჭავჭავაძის,
გრ. ორბელიანის, ალ. გრიბოედოვის, ბარონ ნიკოლაის და სხვათა ცხოვრებასა და მათ როლს
საქართველოს კულტურულ თუ საზოგადოებრივ სარბიელზე. ბარათაშვილის ლირიკის ქრონოლოგიური შესწავლის შემდეგ უვითარდებათ კვლევის
უნარები. კერძოდ, ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, შედარება...
4.მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ
ნამდვილი და მხატვრული ლიტერატურის შეპირისპირებას (გრ. აბაშიძის,პავლე ინგოროყვას,
დევი სტურუასა და ვახტანგ ჭელიძის მიერ შეგროვებული დოკუმენტური მასალა შეადარონ სერგი
ჭილაიას ,,ეკატერინე ჭავჭავაძეს“,მ. ჯავახიშვილის ,,არსენა მარაბდელიდან’’ სალონის
სცენას...); უვითარდებათ სოციალური, საკომუნიკაციო,კვლევის უნარები.
5.ასაკი: მე-11 კლასი
6.ვადები|ხანგრძლივობა: 1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგი: გათვითცნობიერებული
საზოგადოება, თუ რატომ იყო ბარათაშვილი
,,მარტოსულობის ორდენის კავალერი?’’ბარათაშვილის სიყვარული იყო პლატონური თუ რაინდული?
რით იყო განპირობებული პოეტის ტრაგიზმი?
8.რესურსები: 1.ნ. ბარათაშვილი--საიუბილეო
გამოცემა პ. ინგოროყვას. თბ.1966წ.
2.სერგი ჭილაია--,,ეკატერინე
ჭავჭავაძე“. თბ. 1969*წ.
3.მ. ჯავახიშვილი--რომანი
,,არსენა მარაბდელი“
ა) დაგეგმვა: უნდა გამოარკვიონ
ტატოსა და ეკატერინეს უცნობი ისტორიები. ანალიზი გაუკეთონ დეტალებს, გამოიტანონ დასკვნა,
რატომ იყო პოეტი უიღბლო?
ბ) მომზადება: ინტერნეტით, მხატვრული
და დოკუმენტური წყაროების გამოყენებით მოიძიონ დოკუმენტური
მასალა დასმულ საკითხთან დაკავშირებით; მომზადდეს ვიდეოკამერა, ციფრული, მიკროფონი...
გ)განხორციელება: შედგეს გეგმა, რომელი
ჯგუფი რა საკითხებზე იმუშავებს და გააანალიზებს; მუშაობა წარიმართება დელეგირების პრინციპით.
დ) წარდგენა:ჯგუფმა უნდა მოამზადოს
თემა, აირჩიონ პრეზენტატორები, რომლებიც წარუდგენენ აუდიტორიას თავიანთ გამოკვლევებს.
ასევე ჯიგსოუს მეთოდით ჯგუფის წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას წარდგენაში.
9.პროექტის მსვლელობა: ა)დოკუმენტურ, მხატვრულ
ლიტერატურასა და ინტერნეტში მასალების მოძიება, დახარისხება, ამოწერა (1 კვირა)
ბ) ნ. ბარათაშვილის
ცხოვრების დამადასტურებელი მასალების შეგროვება (1 კვირა)
გ) ეკატერინა ჭავჭავაძის
და დავით დადიანის ანგარებიანი ქორწინებისა და მისი შედეგების დადგენა(1კვირა)
დ) კავშირი ისტორიასთან---ეკატერინეს
ბრძოლა თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ--დადგენა
(5 დღე)
ე)მასალების დახარისხება,
თემის დაწერა(1კვირა)
10.საგნებთან კავშირი:1)კავშირი ისტორიასთან;
2)კავშირი მხატვრულ
ლიტერატურასთან;
3)სტანდარტთან:
მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს საჯარო გამოსვლის მომზადების დროს;
ადარებს ერთმანეთს,აფასებს მოც. მიზნის, სანდოობის თვალსაზრისით...
11.პროექტის ხელმძღვანელი: მ ასწავლებელი ინგა მიქელაძე
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:miqeladze.inga@gmail.com.
13.პროექტის
ვებ. გვერდი:miqeladzeinga.blog spot.com.
X კლასი
1.მასწავლებელი დაფაზე წერს რამდენიმე თემის სათაურს;
ა)ერეკლე მეფის ტრაგიზმი;
ბ)სოლომონ-სოფიოს ტრაგიზმი;
გ)ნ.ბარათაშვილის
,,ბედი ქართლისა“-რუსეთთან ერთად თუ რუსეთის გარეშე?
მოსწავლეები
ირჩევენ III თემას
,რადგან იგი რეალურ,ცხოვრებისეულ პრობლემებს ეხება.
2. იდეა: საზოგადოების გაცნობიერება,რამდენად იყო ერეკლე
II-ს
მხრივ საქართველოს რუსეთის მფარველობაში შეყვანა სწორი ნაბიჯი? წინააღმდეგ შემთხვევაში
როგორ შეიძლება მაჰმადიანური ქვეყნების აგრესიის დაძლევა? რა არის ანაქრონიზმი?
3.აქტუალობა:უღრმავდებათ ცოდნა ქართულსა და ისტორიაში,სწავლობენ პარალელების ძიებას,უვითარდებათ
კვლევის უნარები.კერძოდ,ინფორმაციის მოძიება,დახარისხება...
4. მიზანი:გამოარკვიონ რით იყო ცუდი და რით-კარგი რუსეთთან
ინტეგრაცია. გამოაქვთ ადეკვატური დასკვნა:რა გზა უნდა აირჩიოს მომავალში ჩვენმა ქვეყანამ:
გზა-ევროპისაკენ,თუ ისევ დიდი რუსეთისაკენ?
5.ასაკი: x
კლასი
6.ვადების ხანგრძლივობა: 1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგი:გათვითცნობიერებული საზოგადოება,თუ
რაგზით უნდა წავიდეს საქართველოს მომავალი ბედი.ძლიერ ქვეყნებთან ინტეგრაციის გარეშე
რა ელის ე.წ ,, მცირე ერებს“ ?რატომ დაპატარავდა ერთ დროს ,, ნიკოფსიით დარუბანდამდე“
გადაჭიმული სახელმწიფო ,, შაგრენის ტყავივით“?
8.რესურსები:1)ნ.ბარათაშვილი-,,ბედი ქართლისა“
2)საქართველოს ისტორია
3)სსრკ. ისტორია...
ა)დაგეგმვა:უნდა გამოარკვიონ მოსწავლეებმა ერეკლე II-ის გადაწყცვეტილების
მიზეზები. საქართველოს რუსეთის მფარველობაში შეყვანის დადებითი და უარყოფი შედეგები.
ბ)ინტერნეტით, ისტორიის ნებისმიერი სახელმძღვანელოთი
მოიძიონ იმფორმაცია დასმულ პრობლემასთან დაკავშირებიათ.
შეირჩეს კითხვები საზოგადოების გამოკითხვასთან დაკავშირებით.მომზადდეს ვიდეოკამერა,ციფრული,მიკროფონი
,აირჩიონ ინტერვიუები,მძღოლი.
გ)განხორციელება:შედგეს გეგმა რომელი ჯგუფი რა მიმართულებით
იმუშავებს.
დ)წარდგენა:ჯგუფმა უნდა მოამზადოს თემა,აირჩიონ პრეზენტატორი,რომელიც
წარუდგენს
აუდიტორიას თავის გამოკვლევას.
9.პროექტის მსვლელობა:ძირითადი აქტივობები:
I-ისტორიის
სახელმძღვანელოებში,ინტერნეტში საჭირო მასალის მოძიება,დახარისხება,
ამოწერა (1
კვირა)
II-ერეკლე
II -ის ცხოვრებასთან,ოჯახურ
გარემოსთან,სეპარატისტ ფეოდალებთან ურთიერთობის ამსახველი მასალების მოძიება,გაანალიზება ( 1 კვირა)
III-სოლომონ
ლეონიძეზე ინფორმაციის მოძიება,რაში გამოიხატება სოლომონის ტრაგიზმი? (5 დღე)
IV-მოსახლეობის,კომპეტენციური
პირების ( ისტორიკოსების,მეცნიერ-მუშაკების,მასწავლებლების,ცნობადი სახეების გამოკითხვა
)-(2 კვირა)
V-ინტერვიუების
დახარისხება,თემის დაწერა(1 კვირა)
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:
1)კავშირი ისტორიასთან;
2)სტანდარტთან: შედეგი:მოსწავლე თავს უყრის იდეებს
(წყაროების კითხვა, ,, გონებრივი იერიში“ , ჟურნალისტური კითხვები და სხვა ), აგროვებს
მასალებს, მოჰყავს ციტატები, პერიფრაზი, რეზიუმირება:აკეთებს თავისი ნაწერის კორექციას,აცნობს
თანაკლასელებს,მასწავლებელს,აზრს აყალიბებს
ლოგიკურად და გამართულად.
11.პროექტის ხელმძღვანელი:მასწავლებელი ინგა მიქელაძე
12.ხელმძღვანელის ელფოსტა:Mikeladze.inga@gmail.com
13.პროექტის ვებ.გვერდი:
No comments:
Post a Comment